მაგნიუმი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიკროელემენტია, რომელიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის. ბოლო წლებში მისი როლი ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხში აქტიური კვლევის საგანი გახდა. რატომ სჭირდებათ ბავშვებს მაგნიუმი, რატომ უნდა გააკონტროლოთ მისი მაჩვებელი ანალიზებში და რა საკვებში უნდა ვეძებოთ იგი.
მაგნიუმი ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვთა ჯანმრთელი იმუნური სისტემის შესანარჩუნებლად. უპირველეს ყოვლისა, ანტისხეულების შექმნით და იმუნოგლობულინების - სპეციალური დამცავი ცილების სინთეზით, ის ორგანიზმს ვირუსებთან და ინფექციებთან გამკლავებაში ეხმარება. გარდა ამისა, მაგნიუმი D ვიტამინს მის აქტიურ ფორმად გარდაქმნის, რომელიც აუცილებელია ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ნორმალური ცვლისთვის.
შეიძლება გამოიწვიოს იმუნური სისტემის დისფუნქცია: მაგნიუმი აფერხებს იმუნური უჯრედების აქტივობას, რამაც შეიძლება ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს ჩვეულებრივ ნივთიერებებზე.
ქვეითდება ორგანიზმის ინფექციასთან და დაავადებასთან ბრძოლის უნარი, რამაც შეიძლება ქრონიკული ანთება და ქსოვილებისა და ორგანოების დაზიანება გამოიწვიოს.
მცირდება ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობა, მათ შორის ბიფიდობაქტერიები. ამან შეიძლება მისი დამცავი ფუნქციების შესუსტება, გაძლიერებული ანთება და გაღიზიანება გამოიწვიოს.
მაგნიუმის საკმარისი რაოდენობა ბავშვებს ჯანსაღი და ხარისხიანი ძილის საშუალებას აძლევს. ეს იმიტომ ხდება, რომ მაგნიუმი ხელს უწყობს კუნთების მოდუნებას და ნერვულ აგზნებას ამცირებს.
მაგნიუმი ტვინში გლუტამატის რეცეპტორებს ბლოკავს, რაც ხელს უწყობს ნერვული აგზნებადობის შემცირებას. ეს კი ბავშვებში ძილი-ღვიძილის ციკლის ნორმალიზებას უწყობს ხელს.
მაგნიუმის დეფიციტმა შეიძლება სხეულის უჯრედებში კალციუმის დონის მატება გამოიწვიოს. ეს ჰიპერაგზნებას იწვევს და ისეთი სიმპტომებით ვლინდება, როგორიცაა კრთომა ძილში, მოუსვენარი ფეხის სინდრომი, კრუნჩხვები, შფოთვა და შიში. მაგნიუმის დეფიციტით გამოწვეული არაღრმა ძილი ბავშვებში კოგნიტური შესაძლებლობების დაქვეითებასაც იწვევს.
სამედიცინო კვლევამ აჩვენა, რომ ძილის დისფუნქციის მქონე ბავშვებს ხშირად აწუხებთ სხვადასხვა პრობლემები, როგორიცაა ალერგია, ყურის ინფექცია, სმენის პრობლემები, ემოციური დისბალანსი, ჭარბი წონა, დიაბეტი, ქცევითი პრობლემები და ფიზიკური განვითარების შეფერხება. ასევე არსებობს კავშირი ძილის დარღვევასა და ADHD-ს (ყურადღების დეფიციტის ჰიპერაქტიურობის დარღვევას) შორის. ბავშვებში მაგნიუმის დონის მონიტორინგი შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს ამ პრობლემების გამოკვლევისა და მკურნალობისთვის.
მენიუს მაგნიუმით გასამდიდრებლად დიეტოლოგები შემდეგ პროდუქტებს გვირჩევენ:
სტრესის, ფიზიკური და ფსიქიკური დატვირთვის დროს აუცილებელია საკვებიდან მაგნიუმის მიღების მონიტორინგი და დეფიციტის შემთხვევაში, საკვები დანამატების მიღება. მაგნიუმი უკეთესად შეიწოვება ამინომჟავებთან და ვიტამინ B6-თან ერთად. ყაბზობისკენ მიდრეკილი ბავშვებისთვის რეკომენდებულია მაგნიუმის ციტრატი, ხოლო შეშფოთებული და მოუსვენარი ბავშვებისთვის თრეონატი ან გლიცინატი.
მაგნიუმი ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების ნორმალური განვითარებისთვის. მაგნიუმით მდიდარი საკვების და დანამატების გამოყენებამ შეიძლება უზრუნველყოს მინერალის ადექვატური დონე, რაც ბავშვის თავდაცვის სისტემას, ნერვულ აქტივობას და ძილს დაარეგულირებს. მაგრამ სანამ გადაწყვეტთ საკვები დანამატის მიღებას, მნიშვნელოვანია ექიმთან ან დიეტოლოგთან კონსულტაციები, რათა დადგინდეს სწორი დოზა და გაითვალისწინოს ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლები.