ხატიას კარიერის შესახებ არაერთი სტატია გვაქვს გამოქვეყნებული. შეგახსენებთ, რომ ის სულ რაღაც 6 წლის იყო, პირველი კონცერტი რომ გამართა თბილისის კამერულ ორკესტრთან ერთად, ხოლო საერთაშორისო საგასტროლო კარიერა 10 წლის ასაკში დაიწყო.
პიანისტი და ამჟამად პარლამენტარიელისო ბოლქვაძეიხსენებდა: "ჩემი პირველი აღმოჩენა იყო ხატია ბუნიათიშვილი. ახლა კონტაქტი არ მაქვს, მაგრამ მას მე ყოველთვის ვუსურვებ წარმატებებს. რა თქმა უნდა, ძალიან მახარებს მისი წარმატებები. თუ რატომ არ მაქვს კონტაქტი, ეს ისეთი თემაა - პირადულიც და არაპირადულიც. არ მაქვს სურვილი მასთან ურთიერთობის.
ახლახანს ერთ-ერთ გერმანულ ჟურნალში ხატიას ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც პიანისტი, დედობაზე, პოლიტიკასა და კარიერაზე საუბრობს. ის ამბობს, რომ პარიზი კვლავ რჩება მის ცხოვრებაში - და ყოველთვის ასე იქნება. პიანისტის შვილი - შარლოტა გასული წლის მაისში დაიბადა.
"დიახ, მე ახლა დედა ვარ. ბავშვთან ერთად ყველაფერი განსხვავებულია, დღეს ყველაფერი შარლოტას საჭიროებებზეა მორგებული. მე ფემინისტი ვარ, რაღაცის გაკეთება რომ მინდა, ვაკეთებ, მაგრამ არა ჩემი ქალიშვილის ყურადღების ფასად. ის ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. მშობიარობის შემდეგ, მე ისევ ვმართავ კონცერტებს.
ეს კონცერტები წლების განმავლობაში იგეგმებოდა. ზოგიერთის გაუქმება მომიწია, არ მინდა, ბევრი იმოგზაუროს. შარლოტას ბუნებრივად ვკვებავ, ყველაფერს ვაკეთებ მისთვის. მე ისევ თავისუფალ ქალად ვრჩები, ვინც წყვეტს, რა და როგორ სურს.
დამოუკიდებელი სხვა ადამიანებისგან, ასევე, მამაკაცის აზრისგან. პრიორიტეტი მხოლოდ შარლოტაა".
სტატიაში ვკითხულობთ, რომ ხატიას და - გვანცა, რომელიც ასევე პიანისტია, მისი მენეჯერის ფუნქციას ითავსებს, დედა, სასცენო ტანსაცმელს კერავს, თუმცა ხატია ამბობს, რომ მხოლოდ ოჯახის წევრები არ არიან მის გარშემო, არიან კიდევ ადამიანები, ვისაც ენდობა:
"განსაკუთრებით ქალები - ჩვენ უფრო გახსნილები ვართ და გვესმის ერთმანეთის. დედაჩემი ძალიან ნიჭიერი სტილისტია, ჩემი და უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ, პროფესიონალი: მას შეუძლია ყველაფერი გააკეთოს მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის.
საქართველოში 1990-იან წლებში ვიზრდებოდი. მძიმე დრო - ოკუპაცია და ომი. დედაჩემი არის მაგალითი ბევრი ადამიანისთვის საქართველოში. ყოველთვის ოპტიმისტურ განწყობაზეა. მან მაჩვენა, როგორ წარმოუდგენლად ძლიერი შეიძლება იყოს ქალი...“
<div class="palettepq_container" data-href="https://myquiz.ge/poll/view/B3gFKRie0xpMDA/" data-palettepq="B3gFKRie0xpMDA"><span style="display: none;">myquiz</span></div>