განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი პროექტი გამოაქვეყნა და საზოგადოებას შენიშვნების გაკეთებას სთხოვს - ნებისმიერს შეუძლია წაიკითხოს და თავისი მოსაზრება მისწეროს - მშობლები

განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი პროექტი გამოაქვეყნა და საზოგადოებას შენიშვნების გაკეთებას სთხოვს - ნებისმიერს შეუძლია წაიკითხოს და თავისი მოსაზრება მისწეროს

2024-02-28 10:47:03+04:00
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტი გამოაქვეყნა და საზოგადოებას მის განხილვაში აქტიურად ჩართვა სთხოვა. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, გაეცნოს ამ პროექტს და საკუთარი შენიშვნები თუ მოსაზრებები სამინისტროს ელექტრონილი ფოსტის საშუალებით მისწეროს.
"პროექტი გულისხმობს იმგვარი სასკოლო გარემოს შექმნას, სადაც აღიზრდება ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული პიროვნება. სამინისტროს მიზანია, დოკუმენტის ახალი პროექტის შემუშავების პროცესში ჩართულნი იყვნენ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები და ყველა დაინტერესებული მხარე. შესაბამისად, აღნიშნული პროექტი გაეგზავნება საჯარო და კერძო სკოლებს და ასევე განთავსდება საჯაროდ.
გთავაზობთ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალ პროექტს:

"ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისაქართველოს ზოგადი განათლების სისტემა უზრუნველყოფს პიროვნული, ეროვნულსახელმწიფოებრივი, პატრიოტული, ზოგადსაკაცობრიო, ზნეობრივი და მორალური ღირებულებებისმქონე, ღირსეული ცხოვრებისათვის მომზადებული კონკურენტუნარიანი მოქალაქის აღზრდას,რომელსაც გაცნობიერებული ექნება ადამიანის ძირითადი უფლებების პატივისცემა დავალდებულებები, დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს მშენებლობისარსი, მუდმივ ცვალებად გარემოში საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურცხოვრებაში ადეკვატური ჩართულობის მნიშვნელობა, მდგრადი განვითარებისა და სამშვიდობო თანაცხოვრების პოლიტიკის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად მოქმედება.

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებია:

1. ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღირებულებების მქონე, ოჯახის, ქართული ტრადიციის,საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების, სახელმწიფოენის, საქართველოს ისტორიის და კულტურის მცოდნე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე დაპატრიოტი მოქალაქის აღზრდა;

2. ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურული მემკვიდრეობის შემცნობი, ეთნიკური დაკულტურული მრავალფეროვნების პატივისმცემელი მოქალაქის აღზრდა;

3. დემოკრატიის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების მატარებელი, მაღალი სამოქალაქოცნობიერების მქონე, ტოლერანტი, სამართლიანი მოქალაქის აღზრდა, რომელიც ამღირებულებებს აკავშირებს სახელმწიფოებრიობასთან, პატრიოტიზმთან და საკაცობრიოიდეალებთან;

4. ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარითა და სისტემური აკადემიური ცოდნითაღჭურვილი წიგნიერი, პროგრესულ სიახლეთა მიმღები მოქალაქის აღზრდა, რომელიცარამხოლოდ იცნობს და აღიარებს სხვათა მიღწევებს, არამედ თავადაც ქმნის ახალინტელექტუალურ, სულიერ თუ მატერიალურ ღირებულებებს საზოგადოებისსაკეთილდღეოდ;

5. დამოუკიდებელი ცხოვრებისა და გაცნობიერებული პერსონალური გადაწყვეტილებებისმისაღებად მომზადებული, მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, ინფორმირებული დაპასუხისმგებლიანი, მთელი ცხოვრების განმავლობაში საკუთარი შესაძლებლობების დაინტერესების სფეროების უწყვეტი განვითარების უნარის მქონე მოქალაქის აღზრდა;

6. ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, უნივერსალური ეთიკური პრინციპებისმატარებელი და დამცველი პიროვნების აღზრდა;

7. ფიზიკური, შემეცნებითი, ზნეობრივი და ესთეტიკური განვითარების ხელშეწყობით,ინდივიდებთან და სახელმწიფო ინსტიტუციებთან კომუნიკაციის მაღალი კულტურის მქონემოქალაქის ჩამოყალიბება;

8. თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში ‘ციფრული მოქალაქეობის’ უნარის მქონე მოქალაქისჩამოყალიბება, რომელიც ყოველდღიურად შეძლებს ტექნოლოგიური და ციფრულიმიღწევების ეფექტიან გამოყენებას საკუთარ ინტელექტუალურ, ეკონომიკურ და შემოქმედებითსაქმიანობაში;

9. ეკოლოგიური ცნობიერების მქონე, გარემოზე მზრუნველი მოქალაქის აღზრდა, რომელსაცშეუძლია კლიმატის ცვლილებისგან გამოწვეულ საჭიროებებზე ადეკვატური რეაგირება დამოქმედება დაუკავშიროს პიროვნულ, ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ განვითარებისრაციონალურ მიზნებს.

საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული უმაღლესი ინტერესების შესაბამისად სკოლის მიმართწაყენებული უმთავრესი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი დაკვეთაა, რომ მან შექმნასეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუციისპატივისცემაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულღირებულებებზე, ინკლუზიაზე, კეთილგანწყობაზე, მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობასა დააქტივობაზე, ხელმისაწვდომობასა და კომუნიკაციის სათანადო კულტურაზე დაფუძნებული დაორიენტირებული გარემო.საქართველოს კონსტიტუციაზე, აღიარებულ დემოკრატიულ საგანმანათლებლო-პედაგოგიკურპრინციპებსა და ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე დაყრდნობით იქმნება ყველა ისმარეგულირებელი დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს სკოლისთვის დასახული მიზნებისმისაღწევად აუცილებელი ამოცანების გადაწყვეტას."

ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, 26 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით სამინისტროს ოფიციალურ ელ.ფოსტაზე – pr@mes.gov.ge გააგზავნოს საკუთარი შენიშვნა/რეკომენდაცია დოკუმენტის პროექტის შესახებ.
მიღებული უკუკავშირების დამუშავებისა და გაანალიზების შედეგად საბოლოო ვერსიას განიხილავს მთავრობა და შემდეგ წარედგინება პარლამენტს.