მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინო მუმლაძემსოციალურ ქსელში ინფორმაცია გააზიარა, რომ შვილს ელოდება... "სასწაულის მოლოდინში - დაწერა ნინომ. როგორც AMBEBI.GE-ს უყვება მალე ბიჭის დედა გახდება. მსახიობი ამბობს, რომ ორსულობას მისი ცხოვრების რეჟიმში ცვლილება არ შეუტანია და ამ დრომდე სცენაზე დგას.
- საერთოდ არაფერი არ შეცვლილა, ისევ ისეთი საგიჟეთი მაქვს, როგორიც სულ მქონდა და ამ წუთსაც ეგრე ვარ... იქიდან გამომდინარე, რომ მადლობა ღმერთს ჯანმრთელობა ხელს მიწყობს, არაფერი მაწუხებს, ჩემმა ექიმმა მითხრა, პირიქით, რაც უფრო აქტიურია ორსული, მით უკეთესიაო... მეც არ ვნებდები, სცენაზეც ვდგავარ, რამდენიმე დღის წინ კინოს პრემიერაც გვქონდა. ისევ ისეთ აქტიური რეჟიმში ვარ, როგორც ვიყავი...