ცნობილია, ვინ არის 20 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული - მშობლები

ცნობილია, ვინ არის 20 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული

2024-02-29 11:45:13+04:00

სამგორში 20 წლის გოგოს მკვლელობის საქმეზე 2003 წელს დაბადებული ო.ც. დააკავეს. პოლიციამ ის ზუგდიდში აიყვანა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ბრალდებული ოთო ცინდელიანია.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2003 წელს დაბადებული ო.ც. დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, ნაცნობ ქალს - 2003 წელს დაბადებულ ქ.ჯ.-ს, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო