ლილოში, 21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თეონა ვაიტაშვილმა გამოაცხადა.
როგორც საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, მტკიცებულებებისა და ფაქტების ერთობლიობა ბრალდებულის დანაშაულს ასაბუთებს.
მისი თქმით, მოკლულს 59 ჭრილობა აქვს მიყენებული და ყოველი მათგანი სიცოცხლისდროინდელია.
მისივე განცხადებით, ბრალდებულის მხრიდან როგორც მიმალვის, ისე შემდგომი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეც არსებობს.
"ინსტაგრამის მიმოწერები ადასტურებს, რომ ქეთევან ჯავახიშვილი ბრალდებულს მიაჩნდა საკუთრებად. გოგონას 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული სხეულის ყველა ორგანოზე. ყოველი ჭრილობა სიცოცხლისდროინდელია. განაგრძეთ კითხვა