ცნობილი ჰოლივუდელი წყვილის უჩვეულო გარეგნობამ ისევ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება - გოლდი ჰოუნი სრულიად აღარ ზრუნავს იმიჯზე - მშობლები

ცნობილი ჰოლივუდელი წყვილის უჩვეულო გარეგნობამ ისევ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება - გოლდი ჰოუნი სრულიად აღარ ზრუნავს იმიჯზე

2024-03-01 19:28:37+04:00

გოლდი ჰოუნი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი იყო. იგი ცნობილი გახდა ფილმში "ბორტს მიღმა ადამიანია" შესრულებული როლით, სადაც მას პარტნიორობას კურტ რასელი უწევდა.

წყვილი 1983 წლიდან სამოქალაქო ქორწინებაშია და უკვე ამდენი წელია ერთად არიან, თუმცა რატომღაც ოფიციალურ დაქორწინებაზე უარს ამბობენ.

65f74154-434c-4eda-95d0-d68f1709db7b-1709307368.jpg

გოლდი ჰოუნმა არაერთი დაუვიწყარი როლი შექმნა და მოახერხა, ეპოვა მამაკაცი, რომელთანაც თითქმის 40 წელია ბედნიერად ცხოვრობს. ის სამი შვილის დედაა - ოლივერ და ქეით ჰადსონების და უაიტ რასელის, რომელიც კურტთან შეეძინა.

f47e842f-9aa8-45c6-b261-84147308c7d5-1709307425.jpg
შვილებთან და შვილიშვილებთან

ჰოუნი იშვიათი გამოჩენა საზოგადოებაში ყოველთვისაღფრთოვანებულს ტოვებდა გულშემატკივრებს. უამრავი გოგონა ცდილობდა ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას, რომლის შესახებაც გოლდი ჟურნალების ფურცლებიდან მოუწოდებდათ.

გოლდი ყოველთვის ემხრობოდა ჯანსაღი ცხოვრების წესს და მხარს უჭერდა ბუნებრივ სილამაზეს. მაგალითად, მას ცხოვრებაში არასდროს შეუღებია თმა, იყენებს მხოლოდ კრემებს და განსაკუთრებით უყვარს ხალხური რეცეპტები: ლიმონი და ქოქოსის ზეთი მისი მთავარი დამხმარეა. მსახიობის თქმით, ის კოსმეტოლოგებთანაც კი არ დადის - მაგრამ ყოველდღიურად იკეთებს სახის მასაჟს.

goldi1-1676816156.jpg

მსახიობი თავის ბლოგზე ხშირად აქვეყნებს მარტივ ვარჯიშებს, მათ შორის იოგას ელემენტებს, ბატუტზე ხტომას და ჰანტელებით შესასრულებელ მოძრაობებს. ის არ მალავს სილამაზის მთავარ საიდუმლოს - პოზიტიურ განწყობას და მადლიერებას საკუთარი თავის მიმართ მთელი ცხოვრების განმავლობაში გაწეული ძალისხმევისა და წარმატებებისთვის.

თუმცა, ვარსკვლავის ბოლო რამდენიმე გამოჩენამ შოკში ჩააგდო ინტერნეტმომხმარებელი. 78 წლის მსახიობი ძალიან შეიცვალა. როგორც ჩანს, მობეზრდა ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების წინააღმდეგ ცარიელი ხელებით ბრძოლა და გადაწყვიტა პლასტიკური ქირურგებისთვის მიემართა. შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ამან მხოლოდ უარესობა მოიტანა - შეშუპება, სახის შეცვლილი ოვალი და უცნაური მიმიკა. მისი ტუჩების ფორმას ახლა იხვისებურს უწოდებენ.

goldigoldi-1676808697.jpg

სულ ახლახან კი მეუღლესთან ერთად დააფიქსირეს და მისმა გულშემატკივრებმა გულდაწყვეტით აღნიშნეს, რომ გოლდი აღარ ზრუნავს იმიჯსა და გარეგნობაზე.

429857705-122132274296112395-2526044789609088699-n-1709307663.jpg