"არ მინდოდა, რომ ხელოვნების სფეროში ყოფილიყვნენ, მაგრამ ორივემ ეს გზა აირჩია..." - რას საქმიანობენ დავით დვალიშვილის შვილიშვილები - მშობლები

"არ მინდოდა, რომ ხელოვნების სფეროში ყოფილიყვნენ, მაგრამ ორივემ ეს გზა აირჩია..." - რას საქმიანობენ დავით დვალიშვილის შვილიშვილები

2024-03-01 22:38:23+04:00

მსახიობი დავით დვალიშვილი გადაცემა "სიცრუის დეტექტორს" სტუმრობდა. მას იქ შვილიშვილები ახლდნენ - მაკო და დათა, რომელთაც ბაბუ დაახასიათეს. აღნიშნეს, რომ ბაბუ მხიარულიც არის და მკაცრიც, განსაკუთრებით კი დათასთან კამათობს ბევრს. მიუხედავად იმისა, რომ არ სურდა, შვილიშვილებიც ხელოვნების სფეროში ყოფილიყვნენ, ორივემ ეს გზა აირჩია. მაკო სუხიშვილების მოცეკვავეა, ხოლო დათა - მომავალი კინორეჟისორი.