პარიზის მოდის კვირეულზე ცნობილი დიზაინერისა და 4 შვილის დედის, ვიქტორია ბექჰემის ჩვენება უჩვეულოდ გაიმართა. ჯერ იყო და ორგანიზაცია PETA-ს აქტივისტებმა კინაღამ ჩაშალეს - აპროტესტებდნენ იმის წინააღმდეგ, რომ ბრენდის კოლექციაში ცხოველების ტყავი იყო გამოყენებული. ჩვენების ბოლოს კი პოდიუმზე თავად ვიქტორია გამოჩნდა, ჩვეულად ფორმაში, მაღალ ქუსლებზე, თუმცა - ყავარჯნებით.
როგორც წინა დღეებში მისმა ქმარმა, ფეხბურთელმა დევიდ ბექჰემმა დაწერა ინსტაგრამზე, ვიქტორიას ვარჯიშის დროს მოუტეხია ფეხი. "ჩემს ცოლს მცირე რაღაც შეემთხვა სპორტდარბაზში და მოტეხილობა აღმოჩნდა".