განახლებული, 2024 წლის ცნობარი აბიტურიენტებისთვის - ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, გრანტები, სწავლის საფასური და ა.შ. - მშობლები

განახლებული, 2024 წლის ცნობარი აბიტურიენტებისთვის - ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, გრანტები, სწავლის საფასური და ა.შ.

2024-03-02 17:34:29+04:00
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მსურველებს სთავაზობს ელექტრონულ კრებულს „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“.
ცნობარში აბიტურიენტები გაეცნობიან გამოცდებთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას: სიახლეებს, რეგისტრაციის ინსტრუქციას, ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ. ცნობარში ასევე მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, კომპეტენციის ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები.
იხილეთ დეტალურად ცნობარი