"მშვენიერი ორსული..." - 17 კვირის ფეხმძიმე ლიკა ევგენიძის ფოტოები - მშობლები

"მშვენიერი ორსული..." - 17 კვირის ფეხმძიმე ლიკა ევგენიძის ფოტოები

2024-03-02 21:22:27+04:00

სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომტელეწამყვანი, ცნობილი მსახიობის კირა ანდრონიკაშვილის შვილიშვილი და მუსიკოს დათო ევგენიძის ქალიშვილი, მშვენიერი ლიკა ევგენიძე მესამე შვილს ელოდება. ამჟამად ლიკა 17 კვირის ფეხმძიმეა და სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს აქვეყნებს, ბევრ კომპლიმენტსაც იღებს.

snapinsta-1709400490.app_425331184_18419290120010454_1913248651489958179_n_1080.jpg

snapinsta-1709400490.app_422036285_18416927560010454_2130824351380577594_n_1080.jpg

ლიკა და მისი მეუღლე ნიკა კოჩაროვი გოგონას ელოდებიან. ამის შესახებ სქესის გაგების ცერემონიიდან გახდა ცნობილი, რომელიც ლიკამ შვილებთან ერთად დაგეგმა და სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა.

ლიკა პირველ ქორწინებაში ნიკა ალასანიასთან იმყოფებოდა და წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავს. გარკვეული პერიოდი ლიკა და ნიკა ამერიკაში ცხოვრობდნენ, დაშორების შემდეგ კი ლიკა საქართველოში დაბრუნდა, აიწყო კარიერა და გარკვეული დროის შემდეგ პირადი ცხოვრება მუსიკოს ნიკა კოჩაროვს დაუკავშირა, რომელთან ერთადაც უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობს.

374697563-851484223367864-5157650202877775209-n-1705511982.jpg

აღსანიშნავია, რომ სულ ახლახან გავრცელდა ლიკას ულამაზესი ბებიის - კირა ანდრონიკაშვილის ახალი ფოტოც სარეკლამო გადაღებიდან, რომელიც ის კვლავაც შეუდარებელია.

421843900-786005190228096-5879382853596212873-n-1709401122.jpg

ულამაზესი კირას გარეგნობა გენეტიკურად ერგოთ მემკვიდრეობით მის ქალიშვილებსაც და შვილიშვილებსაც. ლიკა ამის უდაო დასტურია.

99912a4a-ca4f-410c-8732-2ce3908414b2-1709400522.jpg
ლიკ ქალიშვილთან და დედასთან ერთად

snapinsta-1709400984.app_409097300_738107021033195_2285339463768772152_n_1080.jpg
კირა ანდრონიკაშვილის ქალიშვილი და ლიკა ევგენიძის დედა ნინა კალანდაძე

ლიკა ევგენიძე და ნიკა კოჩაროვი შვილს ელოდებიან - ახლა გავიგებთ, და გეყოლებათ თუ ძმა...