ამ გოგონამ მსოფლიო პოდიუმების დაპყრობა სამი წლის ასაკში მოახერხა, როდესაც პირველად რეკლამაში გადაიღეს. ლანია გრეისი ხუთი წლის იყო, როდესაც მსოფლიოში ყველაზე ლამაზი გოგონა უწოდეს. ის არამარტო გარეგნობით გამოირჩეოდა, არამედ ძალიან განსხვავდებოდა თანატოლებისგან. არავის ჰგავდა და ამაყობდა თავისი ინდივიდუალობით.
მსოფლიოს წამყვანი ბრენდები ერთმანეთს ეცილებოდნენ, რათა პატარა მოდელის მშობლებისთვის მომგებიანი კონტრაქტები შეეთავაზებინათ. თუმცა, ბოლო დროს ლანია ხშირად აღარ ახარებს თაყვანისმცემლებს საზოგადოებაში გამოჩენით; ის უკვე სხვა, როგორ ამბობს, უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით არის დაკავებული.
გოგონა 2004 წელს დაიბადა და მშობლებმა პირველივე თვეებიდან შენიშნეს, რომ განსაკუთრებულად ლამაზი იყო. თუმცა იმ მომენტში ამას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ და გულწრფელად თვლიდნენ, რომ ყველა პატარა ბავშვი ლამაზი იყო.
ლანეა სამი წლის იყო, როცა დედასთან და მამასთან ერთად კაპიტოლას სანაპიროზე კალიფორნიაში ისვენებდა. გოგონას მამამ, თომას სტივენსონმა, რამდენიმე ფოტო გადაუღო და სან-ფრანცისკოში მდებარე სამოდელო სააგენტო FORD-ს გაუგზავნა.
მალე აგენტმა გოგონას მშობლებს დაურეკა და ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზა. კონტრაქტის ხელმოწერიდან ერთი თვის შემდეგ, ლანეას პირველი გადაღება ჰქონდა.
გოგონა სულაც არ იყო მორცხვი, ის მხიარულად პოზირებდა კამერის წინ და იცინოდა. მისთვის ეს ერთგვარი თამაში და გართობა აღმოჩნდა.
გაოგნებული ფოტოგრაფები მშობლებს ეკითხებოდნენ, თუ რა ეროვნების იყო გოგონა, რადგან მანამდე ასეთი მეტყველი თვალები არასდროს ენახათ. მათ ბავშვს თვალის უჩვეულო ფერისა და ჭრილის გამო, ელფი უწოდეს. ლანეას ინტერნაციონალური ოჯახი ჰყავს, მისი წინაპრები იყვნენ ფილიპინელები, ესპანელები... განაგრძეთ კითხვა