პრინცესა ქეით მიდლტონის შესახებ ბრიტანეთში ბოლო დროს ბევრს წუხან. მას მერე, რაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და საკმაოდ დიდი ხანია, არ გამოჩენილა საჯაროდ, ბევრი ჭორ-მართალი გავრცელდა. ექიმებმა თქვეს, რომ ქეითი ხელოვნური კომის მდგომარეობაშიც ჰყავდათ. ამავე დროს, არ საჯაროვდება დიაგნოზი, რის გამოც, ოფიციალური ცნობების მიხედვით, მან მუცლის მიდამოებში გაიკეთა ოპერაცია. გავრცელებული ცნობებით, 31 მარტს უნდა გამოჩნდეს საჯაროდ, თუმცა ამბობენ, რომ ჯერჯერობით წოლითი რეჟიმი აქვს.
ამ ყველაფრის ფონზე, პაპარაცებმა პირველად დააფიქსირეს ქეითის ფოტოები. პრინცესა დედასთან ერთად იჯდა მანქანაში და სადღაც მიემგზავრებოდა. საჭესთან დედამისი იჯდა. ქეითს შავი სათვალე ეკეთა.
.