როდემდე გაგრძელდება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები და დაისვენებენ თუ არა ბაღები - თარიღები - მშობლები

როდემდე გაგრძელდება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები და დაისვენებენ თუ არა ბაღები - თარიღები

2024-03-07 13:38:05+04:00

საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან დაიწყება და 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განგვიცხადეს. რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში გვითხრეს, ბაღებში საგაზაფხულო არდადეგები არ იქნება და ბავშვები ოფიციალურად უქმე დღეებში დაისვენებენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლეები სასწავლო პროცესს 15 მარტს, პარასკევს დაუბრუნდებიან.

სასწავლო წლის დასრულებამდე კი შემდეგი ოფიციალური უქმე დღეები დარჩა:

  • 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე
  • 9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე.
  • 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
  • 12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.
  • 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

ოფიციალურად, სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე. წელს აღდგომა 5 მაისსაა. შესაბამისად, სკოლებსა და ბაღებში 3 მაისიდან 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.