-
გაზაფხულის პირველი თვე უკვე დადგა. მარტი ხშირად ცვლილებების სურვილთან, ტრანსფორმაციასთან ასოცირდება. მოგზაურობა, ახალი აღმოჩენები, საკუთარი თავის განვითარება, ოცნების საქმის წამოწყება - გაზაფხული პირველი თვე ხშირად გვაძლევს მოტივაციასა და საჭირო ენერგიას, რომ სიახლეები გამოვიწვიოთ. სხვადასხვა ასტროლოგიური მოვლენა კი ჩვენზე, ჩვენს ხასიათსა და შემართებაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს. მოგიყვებით, რომელი დღეები უნდა გაითვალისწინოთ მიმდინარე თვის განმავლობაში. ამ დღეებში მოულოდნელობების დიდი შანსია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენებს თუ საქმიან მოლაპარაკებებს ამ დღეებს ნუ დაამთხვევთ. ნურც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებთ და ეცადეთ, სოლიდურ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებებიც სხვა დღეებისთვის გადადოთ.
აი, რომელ რიცხვებშია მარტის ასეთი დღეები:
დღეები, როცა
8 მარტს მთვარე მარსთან და ვენერასთან ახლოს იქნება და პლანეტები თხის რქის ნიშანში გაერთიანდებიან.
10 მარტს თევზების ნიშანში ახალი მთვარეა.
11 მარტს მთვარე პლანეტა მერკურს დაფარავს. თუმცა, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ შეერთების ნახვა მხოლოდ ახალი ზელანდიიდან იქნება შესაძლებელი.
13-14 მარტს იუპიტერი მთვარის გვერდით გაივლის - პლანეტა და დედამიწის თანამგზავრი მზის ჩასვლის შემდეგ ვერძში შეერთდებიან.
20 მარტს გაზაფხულის ბუნიობა, ანუ დღეღამტოლობა იქნება.
21-22 მარტს პლანეტა ვენერა სატურნს მიუახლოვდება.
25 მარტს კი სავსე მთვარეა. მთვარის 98% დედამიწის ჩრდილს დაფარავს და ე.წ. დაბნელების დერეფანი დაიწყება, რომელიც 8 აპრილამდე გაგრძელდება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს პერიოდი თითოეული ადამიანის ცხოვრებაში სიცხადეს შეიტანს, მოგვიწევს, საბოლოოდ დავემშვიდობოთ წარსულში დატოვებულ საქმეებსა და ურთიერთობებს და ცხოვრების განახლებული ეტაპი დავიწყოთ.