"მე ვარ ქალი და მინდა ვიცხოვრო ჩემს გემოზე" - ცნობილი ქალების სარვამარტო განწყობა - მშობლები

"მე ვარ ქალი და მინდა ვიცხოვრო ჩემს გემოზე" - ცნობილი ქალების სარვამარტო განწყობა

2024-03-09 10:26:32+04:00

8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა და ქალები ცდილობენ ხოლმე, ეს დღე განსაკუთრებულად გაატარონ. ვისაც საყვარელი მამაკაცი ჰყავს გვერდით, მასაც უჩნდება მიზეზი, გამოხატოს საკუთარი გრძნობები და ქალს მიულოცოს მისი დღე. ბევრ ქალს ეს დღე აფიქრებს იმაზე, თუ რა როლი აქვს დღეს ქალს, რა გამოწვევები და რამდენად რთულია ამ რეალობაში, იყო ბედნიერი ქალი. ამ თემას ვრცელი პოსტი მიუძღვნა ნუკი კოშკელიშვილმა და თავისი ბავშვობის ფოტოც დაურთო:

"იყო ბედნიერი ქალი დღევანდელ რეალობაში არის საკმაოდ რთული. უამრავი დაბრკოლება აქვს ქალს. ისწავლო, მიაღწიო წარმატებას, შექმნა ოჯახი რომელშიც ასევე ქალის კისერზეა იდილიის შენარჩუნება, გაზარდო შვილი და აარიდო მას ცხოვრების ყველა სირთულე. ან არ შექმნა ოჯახი და მიყვე კარიერას, გაუძლო ყველა მამიდის და მეზობლის ალმასერად ცქერას, აისხლიტო ყველა კითხვა თუ რატომ არ თხოვდები. ან და ესენი: როგორ გახდი? უი გასუქებულხარ? ვაიმე რა გამხდარი ხარ, ექიმთან იყავი? შენი შვილი სპორტზე დადის? გოგოა და ასეთი ცელქი? რა ვიცი მე ასე მეგობრულად შვილს არ გავზრდიდი? როგორ შეიძლება გოგო ამ დრომდე იყო გარეთ? ნუ გაუყადრებ თავს ყველა კაცს… ქმარს ეგრე რატომ ელაპარაკები, გაგექცევა… ქალი უნდა იყოს დიასახლისი.. ქალი უნდა იყოს კარიერით დაკავებული… კარგი რა, კაცია და აპატიე…

snapinsta-1709966950.app_429889417_18422848324044478_5309760544222941422_n_1080.jpg

გასკდა თავი!!! ყველას მოსაწონი ვერ იქნები. მე ვარ ქალი და მე მინდა ვიცხოვრო ჩემს გემოზე, ჩემს საკუთარ სხვისთვის მიუღებელ ან ძალიან მისაღებ რეალობაში.

გოგოებო არ დაკარგოთ მეობა, ეგაა მთავარი. და ვანახოთ ყველას, რა მაგრები ვართ! გილოცავთ. იყავი “შენ” და ატარე ღიმილი სიამაყით!", - წერს ნუკი.

საზოგადოებისთვის ცნობილმა ქალებმა ამ დღეს განსაკუთრებული, სარვამარტო ფოტოები გადაიღეს, საყვარელი მამაკაცების მორთმეულ საჩუქრებთან ერთად ან გარკვეული გზავნილების მატარებელი სამოსით:

snapinsta-1709967133.app_431076541_248297798353216_747613801226941233_n_1080.jpg
ნინო ცქიტიშვილი

snapinsta-1709967133.app_417532990_18424801165035862_5929917526477269465_n_1080.jpg

snapinsta-1709967132.app_417497067_18424801156035862_8686748750433707395_n_1080.jpg
რუსა ჩაჩუა

snapinsta-1709967133.app_432066134_1134791961288372_8447766828209055481_n_1080.jpg
შორენა ბეგაშვილი

snapinsta-1709967133.app_432094604_18415818586021493_1458641401263765786_n_1080.jpg

snapinsta-1709967133.app_430870391_18415924021021493_8721660605922869685_n_1080.jpg
თამუნა ვაშალომიძე

266d9ed7-b05a-43e7-bd28-50964e30c845-1709967132.jpg
მარიტა მელიქიშვილი და გიორგი გასვიანი

98d9fa8f-7db8-4f4c-8010-9e45b38da6db-1709967469.jpg
ალექსანდრა პაიჭაძე

snapinsta-1709967720.app_430086654_18424221685025594_1511854884486835853_n_1024.jpg
ნუცა ბუზალაძე