ცნობილი მოდელი და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინფლუენსერიმარიამ გველესიანი2022 წლის სექტემბერშიფეხბურთელ გიორგი პაპავაზედაოჯახდა და ქორწილის მეორე დღეს საცხოვრებლად უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გადავიდა, სადაც მისი მეუღლე აგრძელებს სპორტულ კარიერას.
ახლა მარიამი თბილისშია და მიღებული ტრავმის გამო რეაბილიტაციას გადის. კიდევ ერთი თვე და შემდეგ ისევ უზბეკეთში მეუღლესთან დაბრუნდება.
მარიამს ინსტაგრამზე 230 ათასი გამომწერი ჰყავს, მისი პოსტები ყოველთვის აქტუალურია და გამომწერებს განსაკუთრებულად უყვართ.
"ვერასდროს წარმოვიდგენდი ტკივილი ასეთი ძლიერი თუ შეიძლება ყოფილიყო... არც ამ ვიდეოში და ვერც ტექსტში გადმოვცემ რა გავიარე ამ 2 თვეში, რომელიც ჩემთვის 2 წელს უდრიდა. 1 დიდი და სრული ნაბიჯი უკვე გადავდგი, ჯერ არაფერი დასრულებულა, კიდევ 1 თვე დამრჩა, ფინალთან ძალიან ახლოს ვარ. დავიღალე… სული დამეღალა, მაგრამ არ მაქვს დანებების უფლება, ამ ჩემთვის გაჭედილ დროში იმდენი ვიბრძოლე საკუთარ თავთან! ეს მხოლოდ მე ვიცი და სხვა არავინ, მაგრამ ნამდვილად ღირდა, რადგან მგონი გამომდის რაზეც ყოველ ღამე ვლოცულობ...“ - წერს მარიამი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ბოლო პოსტზე...
- კოჭის, წვივის და ტერფის მოტეხილობა მივიღე და ამ მიზეზით მოვხვდი საავადმყოფოში. ოპერაცია დამჭირდა, ამ თემაზე არ მინდა დეტალურად საუბარი, ახლა ბევრად უკეთ ვარ, რეაბილიტაცია გრძელდება, დაახლოებით ერთ თვეში სრულად გავივლი.
- ამ უფასოს მიღმა "ინფლუსენსერები" ძალიან ბევრს შრომობენ. თუ ვიღაც მიდის სამსახურში მუშაობს და ამაში იღებს ანაზღაურებას, ჩვენი ცხოვრება ასეა, შეიძლება აიღო ანაზრაურება ან დათანხმდე ბარტერს. ეს ჩვეულებრივი სამსახურია და არ ვიცი, რა არის ამაში გამაღიზიანებელი, ამ უფასოს მიღმა შრომა დევს.
- ეგ პერიოდი, რომელიც ისევ უნდა გავიარო, ძალიან რთული იყო ჩემთვის. ყველაფერს მოვწყდი. გავთხოვდი და მეორე დღეს ეგრევე მოგვიწია წასვლა, რადგან ვარჯიში ეწყებოდა. მოვწყდი ოჯახს, სამეგობროს, საქართველოს, თბილისს, ყველაფერს ერთად გამოვეთიშე, მოვხვდი სამყაროში სადაც არავის არ ვიცნობდი.