სილამაზის კონკურსი "მის მსოფლიო"-2024 დასრულდა და 114 გოგონას შორის ულამაზესად ჩეხი კრისტინა პიშკოვაა დასახელდა. სწორედ მას ერგო ტიტულიც და ძვირფასი ქვებით მორთული გვირგვინიც.
კრისტინა 24 წლისაა და პრაღაში ცხოვრობს. სამართლისა და ბიზნეს-ადმინისტრირების ფაკულტეტზე სწავლობს კარლოვის უნივერსიტეტში. წარსულში მოდელობდა და მოხალისედაც მუშაობდა ტანზანიაში.
ლაპარაკობს ინგლისურად, გერმანულად, სლოვაკურად და პოლონურად. უკრავს ფლეიტასა და ვიოლინოზე, უყვარს მუსიკა და ხელოვნება, ასევე გატაცებულია ცხენოსნობით, ფოტოების გადაღებით და ვიზაჟით. ამ უკანასკნელი გატაცების გამო საკმაოდ ბევრმა გააკრიტიკა.
"ძალიან ხელოვნურია, გაფილტრული და დაფოტოშოფებული ფოტოები აქვს", "ეტყობ, ცხვირის ოპერაცია გაიკეთა, ძველ ფოტოებში სხვანაირი აქვს", "ზედმეტად ბევრი კოსმეტიკაა მის სახეზე, სად არის ნამდვილი კრისტინა?" - წერენ სოციალურ ქსელში. თუმცა თავად ამბობს, რომ დიდი ხანია მიეჩვია კრიტიკას და უარყოფით კომენტარებს და საერთოდ არ აქცევს ამას ყურადღებას.