სიამის ტყუპმა ერთმანეთისგან გაცალკევებაზე უარი განაცხადა - რატომ არ სურთ ძმებს ოპერაცია და დამოუკიდებელი ცხოვრება - მშობლები

სიამის ტყუპმა ერთმანეთისგან გაცალკევებაზე უარი განაცხადა - რატომ არ სურთ ძმებს ოპერაცია და დამოუკიდებელი ცხოვრება

2024-03-11 02:39:59+04:00

2002 წელს ცენტრალური ინდოეთის ქალაქ რაიპურის მახლობლად, ერთ-ერთ სოფელში უჩვეულო ბიჭები დაიბადნენ. მათ შივანათი და შივრამი დაარქვეს. სიამის ტყუპი საერთო მენჯი, ორი ფეხი, ოთხი ხელი, ერთი მუცელი, მაგრამ ცალ-ცალკე ფილტვები და გული ჰქონდათ.

ექიმების თქმით, ორივე მათგანი ჯანმრთელი იყო, დამოუკიდებლად ჭამა, ჩაცმა შეეძლოთ. როდესაც ბიჭები 12 წლის გახდნენ, ოპერაცია დაიგეგმა, რათა ერთმანეთისაგან განეცალკევებინათ. თუმცა, ტყუპმა უარი განაცხადა:

2-1710110572.png

"ყველაფერი ვისწავლეთ. სკოლაში ველოსიპედით მივდივართ, კრიკეტს ვთამაშობთ... არანაირი პრობლემა არ გვაქვს." - აღნიშნეს ბიჭებმა პრესასთან საუბრისას.

ოპერაციას მშობლებიც ეწინააღმდეგებოდნენ. შივანათსა და შივრამს 5 და ჰყავთ. ბიჭების მშობლები ამბობდნენ, რომ ყველაფერი ღმერთის ნებაა და რაკი მან მათი შვილები ასეთად გააჩინა, შეცვლაზე უარს ამბობდნენ.

"წვიმის დროს სიარული განსაკუთრებით უჭირთ. ასევე, როცა ერთს დაჯდომა უნდა, მეორეს დაწოლა უწევს. მაგრამ, ისინი ამის გამო პროტესტს არ გამოხატავენ. ერთნაირი ჰობი და ინტერესები აქვთ. თუ ერთი ამბობს, რომ თამაში უნდა, მეორეც თანახმაა." - ამბობს ბიჭების მამა, რაჯი.

3-1710110585.png

მშობლების პოზიციას ექიმები არ იზიარებენ. ისინი ამბობენ, რომ ბიჭებს დამოუკიდებლად ცხოვრება მოუნდებათ და მერე ოპერაციის გაკეთება დაგვიანებული იქნება. სპეციალისტების თქმით, ოპერაციისთვის იდეალური ასაკი 12-13 წელი იყო. თუმცა, ახლა ისინი 22 წლის არიან.

ინდოელი ექიმები იმასაც ამბობენ, რომ თუკი ოპერაცია გაკეთდება, ერთ-ერთი მათგანი დამოუკიდებლად გაივლის, მეორეს კი მუდმივი მეთვალყურეობა და მოვლა დასჭირდება. დროთა განმავლობაში კი, ამ ოპერაციის ჩატარებაზე, არსებული რისკებიდან გამომდინარე, თავად სპეციალისტებიც უარს იტყვიან.

"ექიმებმა გვითხრეს, რომ ჩვენი განცალკევება აღარ შეეძლებათ. მაგრამ, მაინც არ გვინდოდა. გვსურს, ისეთებად დავრჩეთ, როგორებიც ვართ. ღმერთისგან უნიკალური საჩუქარი მივიღეთ. ორი სხეული, მაგრამ ერთი სული გვაქვს." - თქვეს ბიჭებმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას მაშინ, როდესაც სრულწლოვანების ასაკი აღნიშნეს.

როგორ ცხოვრობს დღეს სიამის ტყუპი, რომლის გადარჩენასაც ექიმები არ ელოდებოდნენ - ერთმანეთთან იმდენად მჭიდრო კავშირი აქვთ, რომ განცალკევებაზე უარს ამბობენ
მათ გადარჩენის შანსი თითქმის არ ჰქონდათ - თავებით შეერთებული სიამის ტყუპის ისტორია, რომლებმაც უკვე საბავშვო ბაღი დაამთავრეს
ანგელოზი და დემონი ერთ სხეულში - დაუჯერებელი ამბავი სიამის ტყუპისა, რომლებზეც საბჭოთა ექიმები წარმოუდგენელ ცდებს ატარებდნენ
როგორ გამოიყურება და რას საქმიანობს ახლა სიამის ტყუპი და, რომლებსაც ოპერაცია 4 წლის ასაკში გაუკეთეს