როგორ იქცა ერთი შეხედვით ჩვეულებრივი გოგონა თურქული კინოს მშვენიერ ვარსკვლავად - სილა თურქოღლუს წარმატების გზა - მშობლები

როგორ იქცა ერთი შეხედვით ჩვეულებრივი გოგონა თურქული კინოს მშვენიერ ვარსკვლავად - სილა თურქოღლუს წარმატების გზა

2024-03-11 22:10:38+04:00

სილა თურქოღლუს ჩვენი ტელემაყურებელი ჯერ კიდევ სერიალ "სხვისი შვილიდან" იცნობს. როგორც ცნობილია, ამ სერიალიდან რამდენიმე სეზონის შემდეგ წავიდა და რა ხანია, ის ქართველმა მსახიობმა ნანა სტამბოლიშვილმა ჩაანაცვლა. ახლახან კი სილა ახალ სერიალში გამოჩნდა - "შერბეთში" და კვლავ აქტუალური გახდა მაყურებლებისთვის.

დღეს სილა ნამდვილი ვარსკვლავია, მშვენიერი და პოპულარული, თუმცა თურქულ პრესაში ხშირად ვრცელდება მისი ძველი ფოტოები, სადაც ის სრულიად ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული გოგონაა.

7eba5686-c775-4351-b086-96d136c8a3b1-1710181356.jpg

სილა მართლაც ჩვეულებრივი გოგოა, ჩვეულებრივი ოჯახიდან, რომელმაც საკმაოდ დიდ წრმატებას მიაღწია.

1999 წელს დაიბადა ქალაქ იზმირში. ბავშვობიდან იტაცებდა მსახიობობა და ყველანაირად ცდილობდა მიზნის მიღწევას. ამბობს, რომ საკმაოდ ბევრს შრომობდა.

სამსახიობო კარიერა კი სკოლის დამთავრებიდან მალევე დაიწყო, თურქულ სერიალში "ნუ ტირი, დედა". რამდენიმე ეპიზოდური როლის შემდეგ დიდი როლებიც ანდეს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო შშმ პირის როლი სერიალში "ფიცი" და ამ როლის ნიჭიერად შესრულებისთვის შეიყვარა მაყურებელმა. ამავე როლმა მოუტანა მთავარი როლი "სხვის შვილში".

maxresdefault-1710181583.jpg

ამ სერიალში თამაშის პერიოდში ხმებიც ვრცელდებოდა, თითქოს მას და მის პარტნიორს ჰალილ იბრაგიმს შორის რომანი გაჩაღდა, თუმცა არც ერთს არ დაუდასტურებია ეს ხმები.

halil-ibrahim-ceyhan-ve-sila-turkoglu-39-nun-2-14173300-osd-1710181646.jpg

ახლა კი "შერბეთში" გამოჩნდა, რომლის პირველი სეზონი 2023 წლის აგვისტოში გამოვიდა ეკრანებზე და საკმაოდ წარმატებულიც გამოდგა.

kizilcikserbeti-d33ie-silaturkoglu-dogukangungor-093-1710181735.jpg

სილა ჯერ საკმაოდ ახალგაზრდაა და ამბობენ, რომ საკმაოდ დიდი პერსპექტივები აქვს წინ, როგორც მსახიობს. პირადი ცხოვრების აწყობასაც არ ჩქარობს, ამბობს, რომ ჯერ კარიერას უნდა მიხედოს.

1681800-sila-turkoglu-kimdir-65ba396c599b9-1710181811.jpg

sila-1-1710181811.jpg337184503-935975844200241-8571793832665629479-n-1018x1024-1710181811.jpg