რა რისკები ახლავს საშუალოზე მეტი წონის ჩვილების დაბადებას - ახალი კვლევის შედეგები - მშობლები

რა რისკები ახლავს საშუალოზე მეტი წონის ჩვილების დაბადებას - ახალი კვლევის შედეგები

2024-03-12 12:13:36+04:00

საერთაშორისო კარდიოლოგიურ კონგრესზე ჩინელმა მეცნიერებმა ახალი კვლევა წარადგინეს, რომლის მიხედვითაც, დიდი წონით დაბადებულს ჩვილებს მოზრდილობისას გულის რითმის დარღვევის გარზდილი რისკები აქვთ.

საუბარია 4 კილოგრამ და მეტი წონის ჩვილებზე.

537 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ საშუალოზე ( 3400 გრამი) მეტი წონის ბავშვებს მოზრდილობაში მოციმციმე არითმიის განვითარებისკენ აქვთ მიდრეკილება. მაგალითად, საშუალო წონაზე ყოველი დამატებითი 485 გრამი ამ რისკის 30%-იან ზრდასთანაა დაკავშირებული. ეს კავშირი განსაკუთრებით გამოხატულია, თუ დაბადების წონა ოთხ კილოგრამს აღემატებოდა.

წინაგულების ფიბრილაცია გულის რითმის დარღვევის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელიც მთელ მსოფლიოში 40 მილიონზე მეტ ადამიანს აწუხებს. წინაგულების ფიბრილაციასთან დაკავშირებული მთავარი საფრთხე ინსულტის რისკის ზრდაა.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ გენები, რომლებიც დაბადების წონას განსაზღვრავენ, შეიძლება ასევე მნიშვნელოვან როლს თამამშობდნენ გულის რითმის რღვევისადმი მიდრეკილებაში. ამიტომ, მომავალმა დედებმა, განსაკუთრებით მათ, ვისაც ჭარბი წონა, სიმსუქნე და დიაბეტი აწუხებთ (რაც ხელს უწყობს „მძიმე“ ბავშვის დაბადებას), ორსულობის დროს განსაკუთრებით ფრთხილად უნდა აკონტროლონ თავიანთი რაციონი და რეგულარული სამედიცინო გამოკვლევები ჩაიტარონ - გვირჩევენ კვლევის ავტორები.