მშობლები ბევრს ფიქრობენ იმაზე, თუ რა არის მთავარი ბავშვის აღზრდისას, რას მიაქციონ ყველაზე მეტი ყურადღება, რათა ბავშვს თანამედროვე ეპოქაში თავის დამკვიდრება არ გაუჭირდეს, წარმატებულიც იყოს და ბედნიერიც. რა თქმა უნდა, ამ თემაზე საუბარი უსასრულოდ შეიძლება და არც ზუსტი რეცეპტი არსებობს, თუმცა უამრავი მეთოდის ფონზე ეს მთავარი პრინციპები არ უნდა დაგვავიწყდეს:
-
ჯანსაღი ურთიერთობა და კავშირი ბავშვთან
- ეს პირველ რიგში გულისხმობს გულწრფელ სიყვარულსა და მხარდაჭერას. ყურადღების დათმობას და დროის ერთად გატარებას. ყოველთვის პატივისცემა უნდა გამოიჩინოთ ბავშვის საჭიროებებისა და გრძნობების მიმართ
-
თვითრწმენისა და დამოუკიდებლობის განვითარება
- არ დაგავიწყდეთ წახალისება და შექება თუნდაც მცირე წარმატებებისთვის. დააკისრეთ პასუხისმგებლობები ასაკის შესაბამისად და მიეცით ამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა
-
ცოდნის მიცემა და უნარების განვითარება
- ხელი შეუწყვეთ განათლების მიმღებაში, ეცადეთ, შეაყვაროთ კითხვა, მიაჩვიოთ საკუტარი აზრის გადმოცემას, მსჯელობას. ნუ დაკმაყოფილდებით მხოლოდ სკოლით და ჩართეთ ბავშვები სპორტში, ხელოვნებაში, მოხალისეობრივ საქმიანობაში, გარემოს დაცვაზე ორიენტირებულ აქტივობებში. წაახალისეთ და მიაჩვიეთ კითხვების დასმას, ყოველთვის დააკმაყოფილეთ ცნობისმოყვარეობა.
-
ღირებულებების და ეთიკის სწავლება
- კეთილსინდისიერება, პატიოსნება და თავაზიანობა არც ერთ ეპოქაში არ დაკარგავს ფასს. ამიტომ ეს ღირებულებები თავიდანვე ჩამოუყალიბეთ. ასწავლეთ სხვების პატივისცემა, თანაგრძნობა და ტოლერანტობა, გარემოს დაცვა. გამოუმმუშავეთ პასუხისმგებლობის გრძნობა.
-
საკუთარი თავის რეალიზება
- საკუთარი თავის რეალიზება ნებისმიერი ადამიანის უფლება და დანიშნულებაა. ამიტომ ყოველთვის ხელი შეუწყვეთ ბავშვის ნიჭის განვითარებას და მისი ინტერების დაკმაყოფილებას. მიაჩვიეთ მიზნების დასახვას და მათი მიღწევისთვის შრომას. ჩაუნერგეთ, რომ წარუმატებლობა ხელის ჩაქნევის კი არა, მეტი სწავლის მომივაციაა.
მთავარია, იყოთ მზრუნველი, გამგები და მხარდამჭერი მშობელი. ოჯახში შექმნათ ჯანსაღი გარემო ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის. ყოველი ბავშვი განსხვავებულია. გახსოვდეთ, რომ მშობლის მიზანი ბავშვის შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა, საკუთარი თავისა და ადგილის პოვნაში დახმარებაა.