ბოლო წლებში გვერდწითელის ცხოვრება რთული აღმოჩნდა. რუსეთში დაფასებული ვარსკვლავი არჩევანის წინაშე დადგა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაეტოვებინა ქვეყანა, სადაც ბოლო ათწლეულები ცხოვრობდა და კარიერა აეწყო თუ დარჩენილიყო და პუტინის რეჟიმისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინა. არჩევანი უკრაინის სასარგებლოდ გააკეთა და საქართველოში დაბრუნდა, რამდენიმე თვეში კი საყვარელი დედა დაეღუპა.
"18 იანვარს თამარ გვერდწითელს 62 წელი შეუსრულდა. 2022 წელს, რაც მომღერალმა რუსეთი დატოვა, მას შემდეგ საზღვარი აღარ გადაუკვეთია" - წერს რუსული მედია.
2022 წელს ექიმებმა გვერდწითელის დედას, გულის მწვავე უკმარისობის დიაგნოზი დაუსვეს. ქალმა გადაწყვიტა დედა საზღვარგარეთ გადაეყვანა სამკურნალოდ. საუკეთესო ვარიანტად კი ისრაელი აირჩია.
ექიმები რამდენიმე კვირის განმავლობაში 83 წლის ქალს გამოჯანმრთელების იმედს არ აძლვდნენ, ინა ვოლფოვნა გარდაიცვალების შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში სოსო პავლიაშვილმა გაავრცელა.
დედის დაკარგვა ნამდვილი დარტყმა იყო მომღერლისთვის. მტკივნეულმა დანაკარგმა ლამის საწოლს მიაჯაჭვა. როგორც მაშინ რუსული მედია წერდა, ორჯერ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რაც შემდგომ გვერდწითელის პროდიუსერმა უარყო.
ბოლო წლებში თამარა გვერდწითელისთვის დედის დაკარგვა მეორე მძიმე ტრაგედია იყო. რამდენიმე წლის წინ მომღერალის მეორე ქმარი, გულის შეტევით გარდაიცვალა.
”თამარისთვის დედა მთელი მსოფლიოა. ამ ჭრილობას ვერასდროს ვერავინ მოუშუშებს“, - განაცხადა სოსო პავლიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
ბოლო ორი წლის განმავლობაში გვერდწითელმა ნერვიულობის ნიადაგზე წონაში საგრძნობლად დაიკლო. თბილისში ამბობდნენ, რომ პოპ-ვარსკვლავს ხშირად ხედავენ სასაფლაოზე, სადაც მისი უახლოესი ადამიანია დაკრძალული.
"გვერდწითელი უკვე ორი წელია, ყოველ კვირას მიდის მშობლის საფლავზე და ყვავილები მიაქვს. რამდენიმე საათი დგას საფლავთან და ბევრს ტირის. ამბობენ, რომ მომღერალმა დედის გვერდით კიდევ ერთი ადგილი იყიდა - ის თავისთვის მოამზადა" - წერს რუსული მედია.
ჯანმრთელობის პრობლემები თუ პროტესტი ომის მიმართ?
თავდაპირველად, რუსულმა საზოგადოებამ თამარ გვერდწითელის კონცერტების გაუქმება დედის გარდაცვალებას დაუკავშირა, მაგრამ ახლა ნაკლებად სავარაუდოა, რომ სცენას დაუბრუნდეს.