ნანუკა გულუამ სოციალურ ქსელში გასცა პასუხები გამომწერების შეკითხვებს. ისაუბრა იმაზე, თუ აპირებს კიდევ ერთი შვილის გაჩენას, რამდენად გაუჭირდა ლაქტაცია ნინაზე და რა პრობლემებთან იყო ეს დაკავშირებული, და როგორ ებრძვის წონას. ასევე აღნიშნა, რომ ერთ-ერთი რეკორდსმენია, რადგან ყოველგვარი ოპერაციის გარეშე, 65 კილოგრამი დაიკლო წლების წინ.