ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი ქეთი ხატიაშვილი და მისი მეუღლე - სპორტსმენი და პოლიტიკოსი დავით კაჭარავა ვაჟის მშობლები გახდნენ. "კეთილი იყოს შენი მობრძანება, ილია კაჭარავა", - დაწერა ქეთიმ ინსტაგრამზე და პირველი ფოტოც გამოაქვეყნა სამშობიაროდან.
წყვილისთვის ილია პირველი საერთო შვილია. წინა ქორწინებებიდან ქეთისაც ჰყავს შვილი და დავითსაც.
- ეს პროცესი ძალიან გაგვეწელა. გაგვეწელა იმიტომ, რომ ორსულობა არ დგებოდა. ძალიან გამიჭირდა. არ დავდიოდი სახის პროცედურებზე, არ შევდიოდი სოლარიუმში, ალკოჰოლს არ ვსვამდი. უკვე მართლა გავგიჟდი. გადავყარე წამლები, ტესტები იმიტომ, რომ გავიღალე. აქედან ზუსტად 2 კვირაში დამეწყო შეგრძნებები. თავიდან საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ ტესტს ტყუილად ვიყიდიდი. მაგრამ, როცა ნამდვილად დავრწმუნდი ამაში, ტესტი ვიყიდე და ორსულობა დადგა. იქამდე მეუბნებოდნენ, რომ პრობლემა უნდა დაივიწყო, გონება გატიშოო, მაგრამ არ გამომდიოდა. ბოლოს რომ დავიღალე და ვთქვი, რომ ალბათ, ასე უნდა იყოს და დასრულდა, პირიქით, ორსულობა დადგა. ეს მეორე ორსულობაა. 12 წელია შუალედი. ერთი მეორისაგან ძალიან განსხვავდება. მგონია, პირველი შვილი წინა საუკუნეში გავაჩინე. თან, ანასტასიაზე ორსულობა მთელი 9 თვის განმავლობაში ძალიან რთული იყო. ტოქსიკოზი მქონდა, შენარჩუნებაზე ვიწექი. მშობიარობის გარდა, ყველაფერი ძალიან რთული იყო. აქ პირველი ორი თვე გამიჭირდა.