2024 წლის 1 ივლისიდან 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობები უქმდება და მათ გამოყენებას ვეღარ შეძლებთ. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ გამოაქვეყნა.
"2024 წლის 15 მარტიდან იუსტიციის სამინისტრო არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობების მფლობელთათვის უზრუნველყოფს პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლებას." - წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ახალი ID ბარათის მისაღებად შეგიძლიათ, მთელი ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლებსა და მობილურ იუსტიციის სახლებს მიმართოთ.
გარდა ამისა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაცემის ვადებიც დავაზუსტეთ. მათი განმარტებით, მოქალაქეები პირადობის ელექტრონულ მოწმობას 10 სამუშაო დღის ვადაში მიიღებენ.
2024 წლის 1-ელ ივლისამდე არაელექტრონული პირადობის მოწმობების გამოყენებაც იქნება შესაძლებელი, თუმცა 1 ივლისიდან მხოლოდ ელექტრონული პირადობის მოწმობით შეძლებთ სარგებლობას.
დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ ცხელ ხაზზე: 032 240 10 10
თამარ იაკობაშვილი