სეზონური ვირუსების პარალელურად, ბავშვებში ხველის პრობლემა ხშირია, რასაც თან შესაძლოა, არაერთი ჩივილი და დისკომფორტი დაერთოს. მშობლებიც პრობლემის მოსაგვარებლად სხვადასხვა მედიკამენტს იყენებენ. Baby Express -ის ექიმი-პედიატრი მაკა ღონიაშვილი ბავშვთა ასაკში, ამოსახველებელი და ნახველის გამათხელებელი პრეპარატების დადებით და უარყოფით მხარეებზე გვესაუბრება:
- ხველა ხშირად სასუნთქი გზების ისეთი დაავადებების თანმხლები სიმპტომებია, როგორებიცაა: რესპირაციული ვირუსები, ბრონქიტები, ბრონქიოლიტები და სხვ. თუმცა, ბაზარზე პრეპარატების მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს, რომელთა მეშვეობითაც სხვადასხვა ტიპის ხველას - იქნება ეს მშრალი, თუ სველი (ნახველის გამოყოფით) ვმკურნალობთ.
- ამოსახველებელი პრეპარატების ნაწილი ნახველს მისი დაშლის ხარჯზე ათხელებს,ზოგი ბრონქული სეკრეტის გამოყოფას ასტიმულირებს, რაც ნახველის წებვადობის შემცირებას იწვევს და სასუნთქი გზებიდან გასქელებული, ძნელად გამოსადევნი მასის ევაკუაციას აიოლებს. თუმცა, არსებობს თავისებურებები, რომლებიც მნიშვნელოვანია, პედიატრიული პაციენტების მკურნალობისას გავითვალისწინოთ. ეს ეხება როგორც ჩვილ, ასევე სკოლამდელი ასაკის ბავშვებს.
ამ ასაკის ბავშვებში სასუნთქი გზები და ნეკნთაშუა კუნთოვანი ქსოვილი ჯერ კიდევ არ არის კარგად განვითარებული, ამიტომ ნახველის გათხელებისა და ამის გამო მისი რაოდენობის მატების დროს ბავშვებს მასის ევაკუაცია უჭირთ, ამოხველება უძნელდებათ და ის სასუნთქ გზებში დიდი რაოდენობით გროვდება. შესაბამისად, პატარას მდგომარეობა უფრო რთულდება.
- ამ პრობლემის მოგვარების უკეთესი გამოსავალი პრეპარატების ჩარევის გარეშეც შეიძლება. მაგალითად, ფიზიოლოგიური ხსნარის ინჰალაციების გაკეთება ეფექტურია, რაც ნახველის სწრაფ და უსაფრთხო ევაკუაციას მისი რაოდენობის გაზრდის გარეშე მარტივად ახორციელებს და პატარებში ხველის პრობლემას ადვილად აგვარებს.
- ჩემი რჩევა მშობლებისთვის იქნება ის, რომ თვითნებურად, ექიმთან კონსულტაციის გარეშე ბავშვებს ხველის საწინააღმდეგო პრეპარატები არ მისცენ. ჩვენი პროფესიონალი გუნდი ადგილზე ყველა საჭირო და აუცილებელ მომსახურებას გაგიწევთ, საჭიროების შემთხვევაში კი, სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაგიყვანენ. მომსახურების მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: 16 911. გისურვებთ ჯანმრთელობას.
R