ყველაზე გავრცელებული გვარები საქართველოში - წარმოგიდგენთ 20 ყველაზე მრავალრიცხოვან გვარს - მშობლები

ყველაზე გავრცელებული გვარები საქართველოში - წარმოგიდგენთ 20 ყველაზე მრავალრიცხოვან გვარს

2024-03-15 12:15:10+04:00

საქართველოში ყველაზე გავრცელებული გვარი ბერიძეა. 29 986 ადამიანი სწორედ ბერიძის გვარს ატარებს. მონაცემები იუსტიციის სამინისტრომ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად მოგვაწოდა. არსებული ინფორმაციის თანახმად, გაგიზიარებთ საქართველოს მასშტაბით 20 ყველაზე გავრცელებულ გვარსა და რიცხვს, თუ რამდენია ადამიანია მათი მატარებელი. მონაცემები 2024 წლის 5 მარტამდე არსებულ სტატისტიკას ეყრდნობა:

  • ბერიძე 29 986
  • კაპანაძე 19 266
  • გელაშვილი 18 325
  • მაისურაძე 16 028
  • მამედოვი 15 214
  • გიორგაძე 14 187
  • მამედოვა 13 440
  • ბოლქვაძე 13 134
  • ლომიძე 13 109
  • წიკლაური 12 933
  • ნოზაძე 11 402
  • კვარაცხელია 11 184
  • ხუციშვილი 11 130
  • აბულაძე 11 080
  • მიქელაძე 11 020
  • შენგელია 10 543
  • აბაშიძე 10 019
  • ალიევი 9 922
  • ტაბატაძე 9 879
  • დიასამიძე 9 845

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ყველაზე გავრცელებული გვარი კვლავ ბერიძე იყო, მეორე ადგილს კი მამედოვი იკავებდა.

სახელები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეები, ძველის გადარქმევის შემდეგ, ყველაზე ხშირად ირჩევენ
გელოდი, ჟიგული, პაბედიტელი, ნაზიბროლა - სახელები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებმა გადაირქვეს და სხვა ვერსიებით ჩაანაცვლეს
იშვიათი სახელები, რომლებიც საქართველოში 2023 წლის განმავლობაში ბავშვებს დაარქვეს - სტატისტიკა იუსტიციის სამინისტროდან
ნიცა და გიორგი წლის ყველაზე პოპულარული სახელებია და ყველაზე მეტ ახალშობილს დაარქვეს - ხშირად დარქმეული სახელების ოცეული გოგონებსა და ბიჭებში

თამარ იაკობაშვილი