ჩვეულებრივი პაციენტები ხშირად საუბრობენ ექიმების დაუდევრობაზე, უხეშობაზე, არაპროფესიონალიზმზე და ა.შ. თუმცა კიდევ უფრო საყურადღებოა, როცა თავად ექიმი ამხელს ისეთ კოლეგებს, რომლებიც მართლაც შემთხვევით არიან ამ პროფესიაში და ისედაც ცუდად მყოფ ადამიანებს, უკეთესობის ნაცვლად, უარეს დღეში აგდებენ თავიანთი არაპროფესიონალიზმით, არაადეკვატური ქცევებით და ნული თანაგრძნობით.
„ქირურგიული ქუდი მოიხსნა და მესროლა... დედა აღმოჩნდა რეანიმატოლოგთან, რომელმაც არ დაუტოვა მას შანსი, გადარჩენილიყო... ასეთ უმწეო ადამიანებთან, როგორ შეიძლება იყვნენ ასეთი ექიმები? “- რას ჰყვება ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა კოლეგების დაუდევრობასა და არაპროფესიონალიზმზე რადიო სივრცე FM 98.5 Radio Sivrce-ზე, იხილეთ ვიდეოში.