პაციენტის თქმით, ოთხი თვის განმავლობაში იტანჯებოდა თავის ტკივილით, რომელიც ყოველკვირეულად უარესდებოდა, ტკივილგამაყუჩებელს არანაირი ეფექტი არ ჰქონდა
ექიმმა მას კომპიუტერული ტომოგრაფია ურჩია, შედეგად თავის ტვინში მრავლობითი კისტა აღმოჩნდა, თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ ეს იშვიათი ნევროლოგიური მდგომარეობა უნდა ყოფილიყო, რომელსაც თანდაყოლილი ნეიროგლიური კისტა ეწოდება.
ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თავის ტვინში არსებული კისტა, სინამდვილეში პარაზიტული ჭიის ლარვები იყო. ამან ინფექცია გამოიწვია, რომელსაც ნეიროცისტიცერკოზი ეწოდება.
ნეიროცისტიცერკოზი - ცისტიცერკით გამოწვეული დაავადებაა. ადამიანის ინფიცირება ხდება საკვებში ან წყალში არსებული პარაზიტის კვერცხების ჩაყლაპვით. ცისტიცერკების მოხვედრა თავის ტვინში იწვევს გონებრივ დეგრადაციას, დამბლას, ეპილეფსიურ შეტევებს და კრუნჩხვებს, რამაც საბოლოო ჯამში შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს.