ტელეწამყვანისა და მსახიობის გიორგი გასვიანის მეუღლეს მარიტა მელიქიშვილს დაბადების დღე აქვს - 22 წლის გახდა.
პატარა წვეულება წყვილმა მეგობრების წრეში მოაწყო, სადღესასწაულო ტორტით. გიორგი გასვიანმა სოციალურ ქსელშიც მიულოცა მეუღლეს დაბადების დღე, ემოციური ვიდეოთი და შემდეგი ტექსტით: "ჩემო უსაყვარლესო, სულზე უტკბესო და გალას დედიკო, ტკბილო მარიტა გ ი ლ ო ც ა ვ დაბადების დღეს".
დღის ბოლოს კი მეგობრებთან ერთად აღნიშნა ცეკვებით, ბუშტებით და ორიგინალური ტორტით.