მამინაცვალი გერზე 4-5 წლის ასაკიდან სექსუალურად ძალადობდა: "მას ყველა ისე იცნობდა, როგორც კარგ კაცს" - მშობლები

მამინაცვალი გერზე 4-5 წლის ასაკიდან სექსუალურად ძალადობდა: "მას ყველა ისე იცნობდა, როგორც კარგ კაცს"

2024-03-17 12:07:07+04:00

გამოძიებისთვის ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი უმძიმესი დანაშაული გახდა ცნობილი - მამინაცვალი მცირეწლოვან გერზე წლების განმავლობაში ძალადობდა.

დაზარალებული ახლა 30 წლისაა. მასზე სექსუალური ძალადობის უმძიმესი ისტორია კი 4-5 წლის ასაკიდან იწყება.

მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული ახლა სრულწლოვანია, ის ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს, თუმცა მძიმე დანაშაულის დეტალების შესახებ „მთავარი არხისთვის“ გაგზავნილ წერილში საუბრობს. როგორც წერილიდან ირკვევა, დამნაშავე წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდა. ის წლების განმავლობაში გოგონაზე სექსუალურად ისე ძალადობდა, რომ მისთვის ოჯახში რაიმე საეჭვო არასოდეს არაფერი შეუნიშნავთ. მოძალადე, რომელიც ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, მსხვერპლს აშინებდა და ემუქრებოდა.

„სიტუაცია უფრო და უფრო მძიმდებოდა. როცა 11-12 წლის გავხდი, სკოლაში მანქანით მაკითხავდა და სახლში მივყავდი ზუსტად იმ დროს, როცა იცოდა, რომ ამ დროს შინ არავინ იყო. ჯერ შეამოწმებდა, ხომ არავინ იყო ახლო-მახლო. შემდეგ წინ დამაყენებდა, გამაშიშვლებდა და სექსუალურად ძალადობდა. 30 წლის ვარ და დღესაც ჩემთანაა ეს საზიზღარი შეგრძნება, ზრდასრული კაცის ხელების სმა, ტუჩების შეხება, ბრაზი, შიში, სირცხვილი - ყველაფერი ერთად დამყვება. როცა წამოვიზარდე და პროტესტი გამიჩნდა, მემუქრებოდა, თუ დედაშენს ეტყვი, ის მე მომკლავს, ციხეში წავა და სენ და შენი ძმა ბავშვთა სახლში აღმოჩნდებითო. არ იცით, როგორ მეშინოდა ამის წარმოდგენის.

მამინაცვალი გავლენიანი კაცი იყო, კარგი რეპუტაცია ჰქონდა, ყველა იცნობდა, როგორც კარგ კაცს. „ - ნათქვამია წერილში. დანაშაულის შემსწრე იყო მსხვერპლის მცირეწლოვანი, შეზღუდული შესაძლობლობის მქონე ძმაც.

გამოძიებამ ისიც დაადასტურა, რომ მამინაცვალს საშხაპეში ვიდეოკამერა ჰქონდა დამონტაჟებული და გერს ფარულად უღებდა.

გაგრძელება იხილეთ ვიდეოში