მაწანწალად ქცეული ცნობილი მოდელი ნაგვის ურნაში ეძებს ნივთებს - როგორ დაუნგრია ვარსკვლავს ცხოვრება ტირანმა ქმარმა - მშობლები

მაწანწალად ქცეული ცნობილი მოდელი ნაგვის ურნაში ეძებს ნივთებს - როგორ დაუნგრია ვარსკვლავს ცხოვრება ტირანმა ქმარმა

2024-03-18 16:29:19+04:00

ყოფილი მოდელის ლონი უილსონის ახალი ფოტოები ყველა ჯერზე აოცებს საზოგადოებას. ქერა ლამაზმანმ რა ხანია, თმა მოკლედ შეიკრიჭა და აღარც იზრდის, ძალიან იშვიათად ბანაობს და ქუჩაში ცხოვრობს. ერთ დროს მამაკაცების საოცნებო ქალი დღეს ჩვეულებრივი მაწანწალაა...

728x485-1-70000e5dcbfec92e5a2094ddb6daf8303500x2333-0xfdyzamq9-8586503519398107126-1710767081.jpg728x485-1-5a22dce100eb1d43a82853b881c779043500x2333-0xpgaoovui-6288615076090902526-1710767080.jpg2332x3500-0xerizg2ge-9456314946722871983-1710767081.jpg

400x600-1-28e1a5fb28048b6225c53bfee74dc711968x1452-0x4gloazel-7807717101238835282-1710767080.jpg

არადა, 2014 წლამდე წარმატებული ცხოვრება ჰქონდა. ცნობილი ფიტნეს-მოდელი იყო, პრესტიჟული ჟურნალების გარეკანებზეც ხვდებოდა, მერე ცნობილ მსახიობს - "მალიბუს მაშველების" ვარსკვლავს ჯერემი ჯეკსონს გაჰყვა ცოლად და თითქოს, პირადი ცხოვრებაც ააწყო. თუმცა...

507x600-1-edcdf2c47add4d851c8bd09dbc3eebce2533x3000-0xi7crkgoq-2582007177371123674-1710767019.jpg

ჯერემი ნამდვილი ტირანი აღმოჩნდა - ცემდა, მუდმივად ეჩხუბებოდა და ერთხელ დახრჩობასაც უპირებდა. ლონიმ ბოლოს მასთან განქორწინების გადაწყვეტილება მიიღო და 2017 წლამდე ებრძოდა იმ შედეგებს, რაც ტოქსიკურმა ქორწინებამ დაუტოვა. ცდილობდა ცხოვრების აწყობას, ყოფილი ქმრის დავიწყებას და დეპრესიასთან გამკლავებას, თუმცა დაავადებამ სძლია. ნელ-ნელა დაკარგა სამსახური, საცხოვრებელი, მანქანა და დარჩა ქუჩაში. ალკოჰოლმა და აკრძალულმა ნივთიერებებმა, რომლებითაც ტრავმებს დეპრესიას ებრძოდა, სრულიად შეცვალა მისი ცნობიერება, გონება. ახლა ის ჩვეულებრივი მაწანწალის ცხოვრებით ცხოვრობს, ტანსაცმელს ნაგავის ურნებში ეძებს, მცირე ფულს, რასაც შემწეობის სახით იღებს, ისევ სასმელში ხარჯავს.

scale-1200-1710767453.png

თავის მდგომარეობასაც შეეგუა და პაპარაცებსაც არ ემალება. ამბობს, რომ განგებ არ ბანაობს ხშირად და თმასაც ბოლომდე იჭრის ან იპარსავს, რომ ზედმეტი ყურადღება არ მიიპყროს და ქუჩაში თავდასხმის ან გაუპატიურების მსხვერპლი არ გახდეს. დახმარების მიღება არ სურს და მტრად მიაჩნია ყველა, ვისაც მისი სარეაბილიტაციო ცენტრში სურს გაგზავნა. "ძალიან კარგად ვარ და არ მინდა, ვინმე რამეში დამეხმაროს", - ამბობს ლონი. ექიმები ამბობენ, რომ მისი ქცევა სერიოზულ ფსიქიკურ გადახრებზე მიანიშნებს და თუ არ იმკურნალებს, მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდება.

lor1-1688803698-1710767734.jpg

რაც შეეხება მის ყოფილ ქმარს, ნარკოტიკებისთვის, ცოლის ცემისა და მისი განარკომანებისთვის სასჯელი მოიხადა. აღარც კინოში იღებენ. თუცა ფიტნესინსტრუქტორად მუშაობს და თავის ცხოვრებას არ უჩივის. ყოფილ ცოლს არ ახსენებს.