"ა"-ზე დაწყებული გოგოს სახელების ძლიერი ენერგეტიკა - რატომ არიან ამ სახელების მატარებელნი განსაკუთრებით იღბლიანები - მშობლები

"ა"-ზე დაწყებული გოგოს სახელების ძლიერი ენერგეტიკა - რატომ არიან ამ სახელების მატარებელნი განსაკუთრებით იღბლიანები

2024-03-20 23:42:46+04:00

მრავალ ენაში ასო „ა“ ანბანის პირველი ასოა. უამრავი ტრადიციისა და სწავლების მიხედვით, ანბანის ეს პირველი ასო საწყისის და პირველყოფილი ენერგიის სიმბოლოა.

„ა“ ასოცირდება ცეცხლისა და მზის ენერგიასთან. ასო „ა“ ასევე შეიძლება ასოცირდებოდეს მამაკაცურ ენერგიასთან, აქტივობასთან და ნებისყოფასთან. ზოგადად, ამ სიმბოლოს ენერგია სხვადასხვა კულტურასა და სწავლებაში მისთვის მინიჭებულ მნიშვნელობაზეა დამოკიდებული.

აქედან გამომდინარე, „ა“ ასოზე დაწყებული სახელები განსაკუთრებულ ენერგიას ატარებენ. მათი მფლობელები თითქოს "დაპროგრამებულნი" არიან წარმატებისთვის.

მართალია ყველა სახელს თავისი განსაკუთრებული ენერგეტიკა და განსხვავებული მახასიათებლები აქვს, მაგრამ პირველი ასო უკვე მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანია.

ლათინურ და ბერძნულ ანბანში ასო A დასაწყისის სიმბოლოა. ებრაულად მისი მნიშვნელობა ერთიანობასთან და ღვთაებრიობასთანაა კავშირში. ეგვიპტურ მითოლოგიაში ასო A (იეროგლიფი ''aleph'') ხარის სიმბოლო იყო და ნაყოფიერებასთან ასოცირდებოდა.

პირველ ასოზე დაწყებული სახელის მფლობელი ქალები ლიდერები, დამოუკიდებლები, ინდივიდუალურნი და თავდაჯერებულნი არიან. ისინი ახლოს არიან შემოქმედებით ენერგიასთან და იღბალი და წარმატება მათ მუდამ ახლავთ.

ასეთი ძირითადი მახასიათებლების მქონე ადამიანი უფრო ადვილად გადალახავს ყველა სირთულეს და განსაცდელს, რომელსაც ბედი უგზავნის. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი სხვებზე ბედნიერები არიან, მაგრამ არა იმიტომ, რომ პრობლემები არ აქვთ. უბრალოდ, იმიტომ, რომ ისინი სიძნელეების წინაშე უკან არ იხევენ და თავიანთი მიზნებისა და ოცნებების მისაღწევად იბრძვიან.

საქართველოში "ა" ასოზე გავრცელებული ქალის სახელებია:

  • ანა
  • ალექსანდრა
  • ანანო
  • ანასტასია
  • ანაბელი