"გილოცავ დაბადების დღეს საყვარელო" - ამ სიტყვებით მიულოცა დაბადების დღე ქართველ სპორტსმენს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა წევრსრატი ანდრონიკაშვილ ნუცა უგულავამ.
საზოგადოებისთვის წყვილის "ლავ სთორის" შესახებ ნუცას "ინსტაგრამის" გვერდიდან გახდა ცნობილი. მილიონერ თემურ უგულავას ქალიშვილმა სოციალურ ქსელში რატის რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა, მათ შორის ერთად გადაღებული.
რატის ქართული კალათბურთის ხვიჩა კვარაცხელიას უწოდებენ. სპორტსმენი 2020 წლიდან აშშ-ში სტუდენტური ლიგის "კრეიტონში“ თამაშობს, თუმცა კლუბში გადასვლიდან ძალიან მალე მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც, მისი დებიუტი ხანგრძლივი ხნით გადაიდო და თამაშს 2021 წლის ნოემბერში დაუბრუნდა.
სპორტსმენი 2001 წლის 19 მარტს, თბილისში დაიბადა. დაამთავრა 35-ე საჯარო სკოლა. სიმაღლეში 1.93 სმ და წონით 84 კგ. ანდრონიკაშვილი საქართველოს კალათბურთის ნაკრების წევრია. წარსულში, როგორც საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების, ასევე 16-წლამდელ კალათბურთელთა ნაკრების წევრი გახლდათ.
რატი ამჟამად შტატებში ცხოვრობს. განაგრძეთ კითხვა