საქართველოს ეს უნიკალური კუთხე, კარგად შემონახული შუა საუკუნეების კოშკებითა და თვალწარმტაცი ბუნებით, უკვე მეორედ ხვდება National Geographic-ის „მსოფლიოს საუკეთესო ადგილების“ ყოველწლიურ სიაში.
სვანეთი მოხსენიებულია ბერძნულ და რომაულ წყაროებზე დაყრდნობით შედგენილ ძველ ევროპულ რუკებზე, მოგზაურთა გრავიურებზე, National Geographic -ის მკვლევართა და ფოტოგრაფთა მასალებში. მარტის ნომერში ვრცლად გაეცნობით ნაცნობი სვანეთის უცნობ ისტორიებს.
მრავალფეროვანი სტატიებით ბევრ სიახლეს შეიტყობთ ჩვენი პლანეტის ბინადრებზე, მაიას ცივილიზაციაზე და დემენციის მქონე ადამიანებზე ზრუნვის ინოვაციური მეთოდებზე.
ჟურნალის უახლესი ნომრების შეძენა ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლიათ თბილისში, სილქნეტის სამ ოფისში: პირველი რესპუბლიკის მოედანი#1; ცინცაძის#2; ყაზბეგის#14;
National Geographic საქართველოს რედაქციის დაფუძნებას კომპანია სილქნეტმა შეუწყო ხელი და 2012 წლიდან ჟურნალი ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი ცნობისმოყვარე მკითხველისთვის.
R