მდიდრული ბეჭედი, საჩუქრები ცნობილი დედამთილისგან და წვეულება - ქართველი კალათბურთელი ქორწინდება: ვინ არის ბუბუ ჟღენტის რჩეული? (ფოტოები) - მშობლები

მდიდრული ბეჭედი, საჩუქრები ცნობილი დედამთილისგან და წვეულება - ქართველი კალათბურთელი ქორწინდება: ვინ არის ბუბუ ჟღენტის რჩეული? (ფოტოები)

2024-03-22 11:11:04+04:00

ქართველმა კალათბურთელმაბუბუ ჟღენტმა,საკუთარ დაბადების დღეზე საყვარელ ქალს ხელი სთხოვა. თაკო აბრამიძე და ბუბუ ჟღენტი წლებია რაც შეყვარებულები არიან, თუმცა თაკოსთვის მაინც სიურპრიზი აღმოჩნდა.

"მე დავქორწინდი ჩემს საუკეთესო მეგობარზე! მიყვარხარ სამუდამოდ“, - წერს თაკო სოციალურ ქსელში და ამ დღის აღსანიშნავ ფოტოებში ასევე ცნობილი დედამთილის, ყოფილი მოდელის, ლიკა შენგელიას მიერ გადაცემული საჩუქრების ფოტოს აქვეყნებს.

ბუბუ ჟღენტი ქეთი ჟღენტის ძმაა. მოდელსა და ინფლუენსერს კარგად იცნობს საზოგადოება, ის წლებია რაც მილიონერ თოშა ქებურიას ცოლია და წყვილი სამ შვილს ზრდის. იხილეთ ფოტოები