თბილისში ამ მარშრუტებს ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალიც შემცირდება - დედაქალაქის მერი სიახლის შესახებ საუბრობს - მშობლები

თბილისში ამ მარშრუტებს ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალიც შემცირდება - დედაქალაქის მერი სიახლის შესახებ საუბრობს

2024-03-22 11:39:08+04:00

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ რამდენიმე მარშრუტს ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალიც შემცირდება.

კერძოდ, 23 მარტიდან N293, N387, N393, N305, N319, N321 და N336 მარშრუტებს ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება. ხოლო, ოთხი კვირის განმავლობაში, ავტობუსები, ჯამში, 24 მარშრუტს დაემატება.

"საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით გვაქვს სიახლეები. ჩვენ უკვე შემოვიყვანეთ 18-მეტრიანი ავტობუსები. 50 ავტობუსი უკვე დედაქალაქს ემსახურება. ამჯერად კი, 24 მარშრუტს გამოთავისუფლებული 12-მეტრიანი ავტობუსები დაემატება, რათა მოცდის დრო შევამციროთ და მეტრი მგზავრის გადაყვანა შევძლოთ. პროცესი 23 მარტიდან დაიწყება და ოთხი კვირა გაგრძელდება", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე, ავტობუსები გადანაწილდება შვიდ მარშრუტზე:

  1. N293 მარშრუტზე მოძრავი "ისუზუს" მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ჩანაცვლდება "ბიემსის" მარკის 12-მეტრიანი ავტობუსებით და მოლოდინის დრო შემცირდება 10 წუთამდე;
  2. N387 მარშრუტზე "ისუზუს" მარკის 8-მეტრიანი ავტობუსების ნაცვლად, "ბიემსის" მარკის 12-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ, რის შედეგადაც, ინტერვალი იქნება 11 წუთი;
  3. N393 მარშრუტზე მოძრავი "მანის" მარკის 10-მეტრიანი ავტობუსები, ჩანაცვლდება "ისუზუს" მარკის 8-მეტრიანი ავტობუსებით და ინტერვალი 20 წუთიდან შემცირდება 15 წუთამდე.
  4. თბილისის მერის განცხადებით, ავტობუსების დამატებით, N305 მარშრუტზე მოლოდინის დრო გახდება 8 წუთი.
  5. N319 მარშრუტზე - 7 წუთი.
  6. N321 მარშრუტზე -10 წუთი.
  7. N336 მარშრუტზე - 9 წუთი.