"ბავშვმა ორ კვირაში რვა ოპერაცია გადაიტანა" - ინფექციის გამო 7 წლის გოგონას ხელ-ფეხის ამპუტაცია დასჭირდა - მშობლები

"ბავშვმა ორ კვირაში რვა ოპერაცია გადაიტანა" - ინფექციის გამო 7 წლის გოგონას ხელ-ფეხის ამპუტაცია დასჭირდა

2024-03-22 14:09:45+04:00

ამერიკის შეერთებულ შტატებში 7 წლის გოგონას, ვიქტორია პასტენ-მორალესს, სტრეპტოკოკური ინფექციის გამო მარჯვენა ხელის და ფეხების ამპუტაცია დასჭირდა - Fox 10-ის ინფორმაციით, ბავშვმა ორ კვირაში რვა ოპერაცია გადაიტანა

"ეს ყველაფერი 12 საათზე ნაკლებ დროში მოხდა", - იხსენებს გოგონას დედა, ობდულია მორალესი. მის ქალიშვილს სიცხე და ტკივილი დაეწყო. მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა. ბავშვს ტუჩები და ხელები გალურჯდა.

ბავშვთა საავადმყოფომ დაადგინა, რომ მათ ახალგაზრდა პაციენტს A ჯგუფის სტრეპტოკოკური ინფექცია ჰქონდა, თუმცა უცნობია, როგორ დაინფიცირდა პატარა. ინფექცია ბავშვის ფილტვებსა და თირკმელებზე გავრცელდა. ვიქტორია პასტენ-მორალესი გონზეა, მაგრამ მაინც სასუნთქ აპარატზე რჩება. დაავადების მიმდინარეობის შესახებ სხვა დეტალები არ ვრცელდება.

ინფექციამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ზედა სასუნთქ გზებზე, კანზე და ადგილობრივი ჩირქოვანი პროცესები გამოიწვიოს. შესაძლებელია პოსტსტრეპტოკოკური აუტოიმუნური და ტოქსიკურ-სეპტიური გართულებები. ინტოქსიკაციით გამოწვეული იშვიათი დაავადებები შინაგანი ორგანოების დაზიანებებს, პირველად პერიტონიტს, სეფსისს და სხვა გართულებებს იწვევს.