"ზოგი თვლის, რომ გაჭირვებულები ვართ და დახმარება გვჭირდება, ასე არ არის... მეუღლე ქუჩაში გავიცანი" - მარიამ გერსამიას იმედგაცრუება ქართულ კონკურსებში და გზა ქუჩის მუსიკოსობამდე - მშობლები

"ზოგი თვლის, რომ გაჭირვებულები ვართ და დახმარება გვჭირდება, ასე არ არის... მეუღლე ქუჩაში გავიცანი" - მარიამ გერსამიას იმედგაცრუება ქართულ კონკურსებში და გზა ქუჩის მუსიკოსობამდე

2024-03-24 10:56:46+04:00

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ქუჩის მუსიკოსები, თბილისში, ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე მღერიან. გოგონა 21 წლისმარიამ სერგია, ვიდეოში მისი მეწყვილე კი კახა ცინცაძეა, რომელიც რეალურ ცხოვრებაში ხუთი თვის წინ, მისი ოფიციალური ქმარი გახდა. კახამ და მარიამმა ერთმანეთი ხუთი წლის წინ ქუჩაში, სიმღერის დროს გაიცნეს, მას შემდეგ იყო ქუჩა, კონკურსები, პროფესიული იმედგაცრუება, მაგრამ მთავარი რაც დღემდე აქვთ სიყვარულია...

მარიამ სერგიამ Ambebi.ge-ს ქუჩაში სიმღერაზე, ქმარზე და მომავალზე ესაუბრა. მისი თქმით, ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, რამდენიმე თვის წინ არის გადაღებული და ბოლო დროს ქუჩაში სამღერლად გასვლას ვეღარ ახერხებს, რადგან ვიზაჟის კურსებზე დადის.

- 21 წლის ვარ, ბავშვობიდან ვმღერი. როგორც მეუბნებიან ლაპარაკი არ მქონდა დაწყებული ღიღინი რომ დავიწყე. თავიდან ჩემთვის ვმღეროდი, შემდეგ თავი დავანებე. სიმღერას რომ დავუბრუნდი, ქუჩაში გავედი, ყოველთვის მსიამოვნებდა ქუჩის მუსიკოსების მოსმენა. მაშინ 16 წლის ვიყავი, ჩემი ოჯახი ამას გაგებით შეხვდა, მათაც ძალიან მოსწონთ ქუჩის მუსიკოსები. წარმოიდგინეთ, მიდიხარ ქუჩაში, ცუდ ხასიათზე ხარ, ამ დროს ქუჩის მუსიკოსი გხვდება, გამხიარულებს და კარგ განწყობაზე გაყენებს. მამა ახლოს არის მუსიკასთან, ყოველთვის უნდოდა რომ სიმღერა გამეგრძელებინა.

- ამ დროს გაიცანით მომავალი მეუღლე კახა, რომელიც ასევე მღერის.

- დიახ, ქუჩაში გავიცანი. როგორც თავად ამბობს ჩემზე, ქარს მოჰქონდა და დავიჭირეო. ჩვენს შორის გრძნობები მაშინვე გაჩნდა, მაგრამ ნელ-ნელა დავუახლოვდით ერთმანეთს და მივედით იქამდე, რომ დღეს უკვე ცოლ-ქმარი ვართ და დუეტში ვმღერით. ხუთი თვეა რაც ხელი მოვაწერეთ, მალე ქორწილიც გვექნება.

- როგორც ვიცი, ბედი სცადეთ რამდენიმე მუსიკალურ კონკურსში, მაგრამ არ გაგიმართლათ.

- მე „ვოისში“ მარტო გავედი და „ნიჭიერში“ კახასთან ერთად. შემდეგ ძალიან ამიცრუვდა გული სიმღერაზე და ცოტა ხანი ჩემთვის, ჩუმად ვიყავი. არ ვიცი, რა მოხდა, გულით რომ გინდა რაღაცას მიაღწიო, რაღაც გააკეთო უცებ ძირს გაგდებენ. „ნიჭიერის“ მეორე ტურამდე მივედით, მაგრამ ნახევარფინალში ვერ მოვხვდით. თავიდან რომ მოგვისმინეს, ძალიან მოეწონათ. არ ვიცი, რატომ ვერ გადავედით, მიზეზი რა იყო. განაგრძეთ კითხვა