ჰოლივუდის ვარსკვლავს არაერთხელ უთქვამს, რომ დედობამ მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. კამერონმა საკმაოდ გვიან გადაწყვიტა, ოჯახს მოკიდებოდა, თუმცა - გაცნობიერებულად და ამბობს, რომ ახლა მისთვის პრიორიტეტული დედობაა და 5 წელია, დიდ ეკრანს არ დაბრუნებია - სურს მეტი დრო დაუთმოს შვილს.
პირველი შვილი რედიქსი 2019 წელს ეყოლა. სულ ახლახან კი მას და მის მეუღლე ბენჯის ვაჟი შეეძინათ. "სიხარულით გაცნობებთ ჩვენი ვაჟის კარდინალ მედენის დაბადებას. ის უსაყვარლესია და ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ. მისი უსაფრთხოებისა და კონფიდენციალობისთვის მის ფოტოს არ ვაქვეყნებთ. გიგზავნით ბევრ სიყვარულს", - დაწერა წყვილმა ინსტაგრამზე 23 მარტს და ნახატი გამოაქვეყნა.
ფოტოებს რაც შეეხება, კამერონი ქალიშვილის ფოტოებსაც არ ასაჯროებს და ძირითადად პაპარაცული კადრები ვრცელდება ხოლმე.
"მიუხედავად ჩემი ბრწყინვალე გამოცდილებისა, მოგზაურობებისა, წარმატებული საქმისა, რითაც ვამაყობ, ვიცი, რომ ახლა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი ეტაპია. ოჯახის ახალგაზრდა ასაკში შექმნა ისეა, როგორც ყველაფერი ახალგაზრდობაში - უბრალოდ აკეთებ ამას. ჩემს ასაკში კი ეს გაცნობიერებული არჩევანია და ეს დიდ შრომას მოითხოვს", - ამბობს მსახიობი.
კამერონი რა ხანია არ ჩნდება წითელ ხალიჩებზე, პრემიერებზე, მაღალი ქუსლების ნაცვლად კედები აცვია და ჩვეულებრივი დიასახლისივით ცხოვრობს. დილას ადრე საუზმეს უმზადებს მთელ ოჯახს, მერე ბავშვებთან (უკვე ორთან) ატარებს დროს, საღამოს მეზობლებს მასპინძლობს ჭიქა ყავზე და კვირაობით აუცილებლად დადის ბაზრობაზე მთელი კვირის პროდუქტებისთვის. ხშირად ხუმრობს ხოლმე: "საჭმლით სავსე როა მაცივარი, აღარ ვნერვიულობ".