მეცნიერებმა გაარკვიეს, თუ რა ინტენსივობის სქესობრივი კავშირი სჭირდებათ ქალებს ჯანმრთელობისა და დღეგრძელობისთვის
რეგულარული სექსი ქალის ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს. ეს დასკვნა ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერებს ეკუთვნით.
მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ სექსუალური აქტივობა მნიშვნელოვნად აისახება მშვენიერი სქესის წარმომადგენლების არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქიკურ მდგომარეობაზეც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სწორი კვების, სპორტისა და ძილის რეჟიმის გარდა, მამაკაცებთან ურთიერთობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქალის ჯანმრთელობაში.
როგორც მეცნიერებმა განმარტეს, სქესობრივი აქტის დროს გამოიყოფა ჰორმონები, რომლებიც ძლიერ გავლენას ახდენენ ორგანიზმზე: ესტროგენი, დოფამინი და სეროტონინი. კვირაში ერთხელ სექსი რეგულარულად ითვლება – ეს საკმარისია იმისთვის, რომ ჯანმრთელობაზე დადებითი გავლენა მოახდინოს, იუწყება კვლევის შედეგებს ჟურნალი JAMA.
დროთა განმავლობაში წყვილს შორის ვნება შეიძლება გაქრეს. ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მიზეზი, რის გამოც პარტნიორები სექსისადმი ნაკლებ სურვილსა და ინტერესს იჩენენ, ფსიქოლოგიური ფაქტორებია.