მოსალოდნელია წვიმა, ზოგან - ძლიერი ქარი, ზღვაზე - შტორმი... - გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების პროგნოზს აქვეყნებს - მშობლები

მოსალოდნელია წვიმა, ზოგან - ძლიერი ქარი, ზღვაზე - შტორმი... - გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების პროგნოზს აქვეყნებს

2024-03-25 14:57:27+04:00

გარემოს ეროვნული საგენტო უახლოესი დღეების პროგნოზს აქვეყნებს და მათი პროგნოზით, ამინდის კიდევ უფრო გაუარესებაა მოსალოდნელი:

"26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.

დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“.