"დაე, ყველა სურვილი აგისრულდეს..." - დემნა გვასალიას უმცროსი ძმა ბავშვობის ფოტოებით ულოცავს დაბადების დღეს - მშობლები

"დაე, ყველა სურვილი აგისრულდეს..." - დემნა გვასალიას უმცროსი ძმა ბავშვობის ფოტოებით ულოცავს დაბადების დღეს

2024-03-25 19:16:19+04:00

Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი, უკვე მსოფლიოში ცნობილი დიზაინერი დემნა გვასალია დღეს 43 წლის გახდა. დაბადების დღე უმცროსმა ძმამ და კოლეგამ, ასევე დიზაინერმა გურამ გვასალიამ ბავშვობის ფოტოებით და შემდეგი ტექსტით მიულოცა:

"გილოცავ დაბადების დღეს, ძმაო. დაე, ყველა სურვილი აგისრულდეს, გარდა ერთისა, რათა ყოველთვის გააგრძელო ოცნება".

snapinsta-1711380186.app_433438083_1890980101419805_1273383109696380781_n_1080.jpg

snapinsta-1711380186.app_433478734_966835275008342_4439793151608902544_n_1080.jpgsnapinsta-1711380187.app_433500501_1358004141574383_655451848962507350_n_1080.jpgsnapinsta-1711380187.app_434399514_7317777874978274_371984103428932212_n_1080.jpgsnapinsta-1711380187.app_433665971_429543033085942_2818272258469223084_n_1080.jpg

როგორც ცნობილია, გურამი ამჟამად კომპანიააVetements-ის კრეატიული დირექტორია, რომელიც ერთ დროს ძმებმა ერთად დააარსეს.

დემნა და გურამი სოხუმში დაიბადნენ, თუმცა ომი დაიწყო და ოჯახი დევნილად იქცა. ცოტა ხანს თბილისში ცხოვრობდნენ, მერე კი გერმანიაში, დიუსელდორფში გადავიდნენ. იქვე მიიღეს ძმებმა უმაღლესი განათლება. 2021 წელს გურამმა თქვა, საქართველოში რომ დავრჩენილიყავი, პრეზიდენტად ვიყრიდი კენჭსო. დემნამ კი აღნიშნა, რომ ორიენტაციის გამო სერიოზული პრობლემები ექნებოდა.

მშობლების დაჟინებით, ორივემ ბიზნეს-სკოლა დაამთავრა. გურამმა ლონდონის მოდის კოლეჯში მაგისტრის ხარისხიც აიღო, მერე კი მუშაობდა Burberry-სა და Selfridges-თან. ამასობაში დემნამ Margiela-სა და Louis Vuitton-თან იმუშავა. შემდეგ ძალები გააერთიანეს და Vetements-ი დააარსეს. თუმცა სუპერვარსკვლავად დემნა იქცა, გურამი კი ჩრდილში იდგა დიდხანს.

დემნა გვასალიას მშობლები მის ახალ ჩვენებაზე, პოდიუმზე გამოსული დედა და ლელა წურწუმიას მოულოდნელი სტუმრობა
ჩემი დრო მოვიდა... - დემნა გვასალიას ძმა მადონასთან მუშაობს და სუპერვარსკვლავობისთვის ემზადება
საქართველოში ვერ დავბრუნდები, რადგან იქ მოკვლით მემუქრებიან... ერთ-ერთი, ჩემი ღვიძლი ბიძაა - დემნა გვასალიას აღიარება