თუ ჩვილს ასე გაზრდით, მას მომავალში სიმსუქნისა და ჭარბი წონისგან დაიცავთ - მშობლები

თუ ჩვილს ასე გაზრდით, მას მომავალში სიმსუქნისა და ჭარბი წონისგან დაიცავთ

2024-03-26 10:44:26+04:00

ბავშვთა სიმსუქნის მაჩვენებელი ჯანდაცვის ექსპერტების სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მეცნიერები გამუდმებით მუშაობენ იმ საკითხებზე, რომლებიც მცირეწლოვანი ასაკიდანვე დააზღვევს ბავშვს სიმსუქნის განვითარებისგან.

სამეცნიერო ჟურნალში Pediatrics-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, ბავშვებში სიმსუქნის რისკი ძუძუთი კვების დროს მცირდება და დედის წონას ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

„ექიმებს შეუძლიათ ამ კვლევის შედეგები გამოიყენონ, როგორც შესაძლებლობა, რათა ძუძუთი კვება წაახალისონ და ხელი შეუწყონ, განსაკუთრებით ჭარბწონიანიან ქალებში“, - განმარტა კვლევის ავტორმა, მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორმა გეილ შიპმა.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბავშვის ცხოვრების პირველი სამი თვის განმავლობაში რეგულარული ძუძუთი კვება მომავალში ბავშვის სხეულის მასის ინდექსის შემცირებას განაპირობებს. უფრო მეტიც, საუბარია არა ჩვილობაზე, არამედ 2-დან 6 წლამდე ასაკზე. სწორედ ამ ასაკამმდე იცავს ლაქტაცია სიმმსუქნის განვითარებისგან. უფროსი ბავშვები კვლევაში არ მონაწილეობდნენ.

კვლევის თანახმად, ძუძუთი კვების ყოველი მომდევნო თვე საგრძნობლად მოქმედებს მომავალში სხეულის მასის ინდექსის შენარჩუნებაზე. განსაკუთრებით იმ დედებთან, რომლებსაც დაორსულებამდე ჭარბი წონა ან სიმსუქნე აწუხებდათ.