"სცენაზე ყოველ საღამოს ვმშობიარობდი, არადა სინამდვილეში პირველივე ორსულობა შემიწყდა და საშინლად ვიყავი..." - ენ ჰეთეუეი პანიკურ შეტევებსა და ორსულობის სირთულეებზე - მშობლები

"სცენაზე ყოველ საღამოს ვმშობიარობდი, არადა სინამდვილეში პირველივე ორსულობა შემიწყდა და საშინლად ვიყავი..." - ენ ჰეთეუეი პანიკურ შეტევებსა და ორსულობის სირთულეებზე

2024-03-26 10:28:01+04:00

ჰოლივუდის ვარსკვლავი ენ ჰეთეუეი ბოლო წლის განმავლობაში ერთდროულად ორ ახალ ფილმში გამოჩნდა და საპრემიერო ჩვენებებს მსოფლიო ელოდება. "დედის ინსტინქტში" საკმაოდ მძიმე როლის შესრულება მოუწია - შვილმკვდარი დედის, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად იცვლება. ხოლო ფილმში "იდეა შენზე" ასაკით ბევრად უმცროს ბიჭთან რომანტიკულ ურთიერთობებს აბამს.

ენის კარიერა არ შეწყვეტილა დედობის შემდეგ და ის მუდამ აქტუალური და პოპულარულია. ახლახან "ვანიტი ფეარისთვის" ჰქონდა ფოტოსესია და გაამხილა, როგორ გადაიტანა საკმაოდ რთული მომენტი, როდესაც მუცელი მოეშალა და იმ პერიოდში ბროდვეიზე თამაშობდა ქალს, რომელიც სიუჟეტის მიხედვით შვილს აჩენდა.

46cc6db34f83b2f5b94d65f33d839aa4-1711435675.jpg

"პირველივე ცდაზე ვერ შევძელი შვილის გაჩენა. არადა იმ დროს სპექტაკლში ვთამაშობდი და სცენაზე ყოველ საღამოს "ვმშობიარობდი", - აღიარა ენმა, - საკმაოდ რთული იყო ამის გადატანა და თავის დაჭერა, სცენაზე უნდა მეჩვენებინა, რომ ყველაფერი რიგზე იყო, არადა პირველივე ორსულობა კრახით დასრულდა".

მსახიობის თქმით, ქალები ხშირად დუმან ამაზე, არადა, საჭიროა. "მე გადავწყვიტე, რომ ამაზე ვისაუბრო. ყველას ვეტყვი, ვინც გადაიტანა უნაყოფობა და ნამდვილი ჯოჯოხეთი დაორსულებამდე, გთხოვთ, იცოდეთ, რომ ჩემი არც ერთი ორსულობა არ იყო მარტივი".

8382dec5a80cdff49b19eb000afa40fa-1711435675.jpg

ახლა ენი ორი შვილის დედაა. მსახიობსა და მის მეუღლე ადამ შილმანს ორი ვაჟი ჰყავთ: 7 წლის ჯონათანი და სამი წლის ჯეკი.

ენმა ისიც აღიარა, რომ კარიერის დასაწყისში პანიკური შეტევები ჰქონდა და ძალიან უჭირდა თავის კონტროლი. მაშინ ვერც ვერავის ეუბნებოდა ამის შესახებ, რადგან მუდმივ ცაიტნოტში იყო და ვერც გაჩერდებოდა - კოლეგებს ვერ აიძულებდა დალოდებოდნენ, სანამ გადაუვლიდა. ახლა ამაზეც თავისუფლად საუბრობს და შეიძლება გადაღებაც შეაჩეროს და უთხრას პასუხისმგებელ პირს, რომ ახლა პანიკური შეტევა აქვს და დაწყნარება სჭირდება 10 წუთი.

gjip4z2xuaabxl-1711435217.jpg

დედამ შექსპირის მეუღლის სახელი დაარქვა და მომავალი კარიერაც დაუგეგმა, თავად კი ბავშვობაში მონაზვნობაზე ოცნებობდა... - ენ ჰეთეუეის გზა კინოვარსკვლავობამდე და ორი შვილის დედობამდე