თბილისში მოსწავლემ გაკვეთილზე წიწაკის სპრეი გაუშვა - 6 მოსწავლე კლინიკაში გადაიყვანეს - მშობლები

თბილისში მოსწავლემ გაკვეთილზე წიწაკის სპრეი გაუშვა - 6 მოსწავლე კლინიკაში გადაიყვანეს

2024-03-26 13:16:06+04:00
"თბილისის N32 სკოლაში, შესვენებაზე, საკლასო ოთახში მე-11 კლასელმა "წიწაკის სპრეი" გაუშვა..." - ამის შესახებ სკოლის წარმომადგენელმა "TV პირველს"განუცხადა.

სკოლაში სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის მანქანები იყო მობილიზებული. მოსწავლეთა ნაწილს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, ნაწილი კი პრევენციის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იხილეთ ვიდეო