"დამწვრობა ძვლამდე აღწევდა. გოგონას ხელი მხრამდე მოკვეთეს" - ჩვეულებრივი თმის საშრობი უბედურების მიზეზი გახდა - მშობლები

"დამწვრობა ძვლამდე აღწევდა. გოგონას ხელი მხრამდე მოკვეთეს" - ჩვეულებრივი თმის საშრობი უბედურების მიზეზი გახდა

2024-03-27 11:04:38+04:00

საშინელი უბედურება შეემთხვა სამხრეთ კაროლინას მცხოვრებ მერი უილსონს. უბრალო თმის საშრობი მისთვის ხელის დაკარგვის მიზეზი გახდა. შხაპის მიღების შემდეგ გოგონა ჩვეულებისამებრ, თმას იშრობდა, როცა უეცრად გონება დაკარგა.

მერის ჯერ კიდევ არ ესმის, რატომ მოხდა ეს - ერთი ვერსიით, მას დენმა დაარტყა. მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ქალი ჩართულ ფენზე დაეცა, რომელიც მაქსიმალური სიმძლავრით აგრძელებდა მუშაობას.

ქალი 20 წუთის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იყო და მთელი ამ ხნის განმავლობაში ფენი მისი ხელისკენ იყო მიმართული. მოწყობილობა მისმა პარტნიორმა გამორთო, რომელიც დაეჭვდა მერის დიდი ხნით გაუჩინარებით და სააბაზანოში შევიდა.

"ამბობდა, „შენი ხელი, ღმერთო, შენი ხელი", შევხედე ჩემს ხელს და ვერც კი მივხვდი, რომ ეს ჩემი ნაწილი იყო.” - უთხრა მერიმ ჟურნალისტებს.

საავადმყოფოში, სადაც ქალი სასწრაფოდ გადაიყვანეს, ექიმებმა მესამე ხარისხის დამწვრობის დიაგნოზი დასვეს, რომელიც ძვლამდე აღწევდა. მას ხელი მხრამდე მოკვეთეს. ექიმების თქმით, ნერვული დაბოლოებები აღდგენა შეუძლებელი იყო.

”სამწუხაროდ, ფენს ავტომატური გამორთვის ფუნცია არ ჰქონდა. განსხვავებით თმის უთოებისგან, რომლებიც გარკვებული ტემპერატურის მიღწევის შემდეგ ითიშება. ასეთი მექანიზმი რომ ჰქონოდა, შესაძლოა, დაზიანებები ნაკლებად სერიოზული ყოფილიყო“. - ამბობს მერი.

გოგონა კლინიკიდან უკვე გაწერეს.

„ახლა ვხვდები, რამდენად უმნიშვნელო იყო ყველაფერი, რასაც ექვსი თვის წინ „პრობლემებს“ ვუწოდებდი, იმასთან შედარებით, რასაც ახლა განვიცდი. მაგრამ მაინც სრულფასოვან ცხოვრებას ვაპირებ. ეს მხოლოდ ხელია, ჩემი სხეულის მხოლოდ 10%. მკლავის დაკარგვამ შეიძლება შეცვალოს ჩემი ცხოვრება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთლიანად შემცვლის მე" - ამბობს ის.