"ათენის სკოლაში 19 წლის ქართველი შეიჭრა, დირექტორი დაჭრა, ნიგერიელ მოსწავლეს კი ჩაქუჩით გაუსწორდა" - უმძიმესი დანაშაულის დეტალებზე ბერძნული მედია წერს - მშობლები

"ათენის სკოლაში 19 წლის ქართველი შეიჭრა, დირექტორი დაჭრა, ნიგერიელ მოსწავლეს კი ჩაქუჩით გაუსწორდა" - უმძიმესი დანაშაულის დეტალებზე ბერძნული მედია წერს

2024-03-29 08:30:38+04:00

ათენის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარმა სისხლიანმა ინციდენტმა საზოგადოება შოკში ჩააგდო. კიფსელის რაიონში მდებარე 41-ე სკოლაში 19 წლის ახალგაზრდა დანითა და ჩაქუჩით შეიარაღებული შევარდა და ნიგერიელი მოსწავლე ჩაქუჩით სცემა, დირექტორი კი დაჭრა. ბერძნული მედიის ცნობით, თავდამსხმელი ქართველია.

შემთხვევა 26 მარტის დილას 8:30 საათზე მოხდა. დაშავებული სკოლის მოსწავლე "გენიმატასის" საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. ახალგაზრდას დაზიანებები თავისა და მხრის არეში ჩაქუჩით ჰქონდა მიყენებული. სკოლის დირექტორს, რომელიც ხმაურზე მოსწავლის გადასარჩენად გამოვიდა, მუცლის არეში დანით აქვს მიყენებული დაზიანებები. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცავი უწყება ამ დრომდე ეძებს თავდამსხმელის მოტივს. შემთხვევას სწავლობს ასევე ადგილობრივი პოლიცია, თუ როგორ მოახერხა თავდამსხმელმა სკოლაში შესვლა მაშინ, როდესაც დაცვა ადგილზე იმყოფებოდა.სკოლის მოსწავლეების თქმით, დაჭრილ მოზარდს უთანხმოება ჰქონდა თავდამსხმელის ძმასთან, რის გამოც 19 წლის მოზარდი სკოლაში სამშაბათს დილას მივიდა და არასრულწლოვან მოსწავლეებს დაემუქრა. განაგრძეთ კითხვა