8 უწყინარი ფრაზა, რომლებიც, სინამდვილეში, დამანგრეველ გავლენას ახდენენ ბავშვზე - მშობლები

8 უწყინარი ფრაზა, რომლებიც, სინამდვილეში, დამანგრეველ გავლენას ახდენენ ბავშვზე

2024-03-29 09:10:47+04:00

ზოგიერთი სრულიად უმტკივნეულო ფრაზა, რომლებსაც თითქმია ყოველდღიურად ვიყენებთ, დამანგრეველ გავლენას ახდენს ბავშვზე და თქვენს ურთიერთობაზე.

  1. “ყოჩაღ, რა კარგად გაგიკეთებია“

კვლევამ აჩვენა, რომ მუდმივი შექებით ბავშვს ჩვენს აზრზე დამოკიდებულს ვხდით. თუ ბავშვს გამუდმებით ეუბნებით „კარგია“ ან „სწორად აკეთებ“, მოემზადეთ იმისთვის, რომ ქება მისი მოქმედების მთავარი მოტივაცია გახდება და მუდმივად ამის მოლოდილი ექნება თქვენგან. ეს კი პრობლემების მთელ კომპლექსს იწვევს: თავდაჯერებულობის ნაკლებობას, თვითშეფასების დაქვეითებას პირველი სერიოზული წარუმატებლობის შემდეგ, საკუთარი მისწრაფებების დეფიციტს და ა.შ. ამიტომ, შეწყვიტეთ შვილის წარა-მარა შექება ყველა წვრილმანზე. სწრაფად და მოწესრიგებულად ჩაცმა, შეხსენების გარეშე ჭურჭლის ნიჟარაში ჩადგმა არ არის აპლოდისმენტების მიზეზი, ეს ნორმაა.

სამაგიეროდ, ვთქვათ, ეზოში ბავშვებმა იჩხუბეს, მაგრამ თქვენი ბავშვი ღირსეულად გამოვიდა სიტუაციიდან, უთხარით: "მომეწონა, რომ არ ატეხე აურზაური და შენი სათამაშოებით ათხოვე“.

2. „უცხოებს ხმა არ გასცე“

ასეთი აკრძალვა ბავშვისთვის რთული და გაუგებარი ამოცანაა. თუ ბავშვი ბრმად იღებს ამ ინსტრუქციას, როგორც წესი, სამყარო მის თვალში თანდათან არამეგობრული, საშიშროებით სავსე ხდება. ამ შემთხვევაში, მას შეუძლია ზედიზედ ყველა ადამიანის მიმართ შიში გაუჩნდეს. ამისტომ ბავშვს მკაფიო მითითებები მიეცით. ბავშვმა ზუსტად უნდა იცოდეს, როგორ მოიქცეს, თუ უცხო ადამიანი ტკბილეულს შესთავაზებს, მასთან ერთად გაყოლას სთხოვს ან მანქანაში ჩაჯდომას შესთავაზებს და უახლოეს მაღაზიისკენ მიმავალი გზის ჩვენებას სთხოვს

  1. „რისი გეშინია, საერთოდ არაა საშიში“

თქვენი შვილი დაეცა, პანიკურად მირბიხართ მისკენ და ხედავთ, რომ მუხლი გადაიყვლიფა. პრონციპში, საშიში და საპანიკო მართლაც არაფერი მომხდარა. ბავშვი უყურებს გადაყვლეფილ მუხლებს, თქვენ კი ეუბნებით, რომ ყველაფერი კარგადაა, არაფერი საშიში არაა. ეს საკუთარი თავის დამშვიდების მცდელობა უფროა, ვიდრე ბავშვის დამშვიდება. თქვენი ასაკიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, გადაყვლეფილი მუხლი არ არის საშიში, მაგრამ ბავშვი სხვანაირად ფიქრობს. სტკივა, არ არის კარგად, ეშინია და ტირის. თქვენი ამოცანაა, არ უგულებელყოთ მისი ემოციები, პირიქით, დაეხმარეთ მათთან გამკლავებაში. ჩაეხუტეთ და უთხარით: „მესმის შენი, შეგეშინდა, როცა დაეცი? ძალიან გტკივა?” ჰკითხეთ, როგორ მოგირჩინო, შეხვევით თუ კოცნით? ორივე ვარიანტი ერთადაც შეიძლება.

  1. „ჩქარა, გვაგვიანდება"

შეიძლება საუზმე გააჭიანუროს ან თასმების შეკვრა არ გამოსდის. ამ დროს კიდევ ზედმეტად ნუ ააჩქარებთ და სტრესს ნუ დაუმატებთ. შეარბილეთ ტონი და უთხარით: „როგორ დაგვაგვიანდა. ცოტა ავჩქარდეთ“. ამით ხაზს გაუსვამთ, რომ დაგვიანებულთა გუნდში ხართ, რითაც ბავშვს ერთადერთი დამნაშავის ტვირთი აღარ აწვება. კარგი გამოსავალია ყველაფრის შეჯიბრად გადაქცევა: „აბა, რომელი უფრო სწრაფად ჩაიცვამს? ვინ მოასუფთავებს პირველი თეფშს“.

  1. „ამის ფული არ გვაქვს“

ეს უმარტივესი პასუხია უსარგებლო საყიდლებზე უარის სათქმელად. მაგრამ თუ მას ხშირად იყენებთ, თქვენს შვილს შეიძლება გაუჩნდეს შთაბეჭდილება, რომ თქვენ ფული არასდროს გაქვთ ან წარუმატებელი ხართ. ეს პასუხი მით უმეტეს, არ არის შესაფერისი უფროსი ასაკის ბავშვებისთვის, რომლებიც აცნობიერებენ სიტუაციის აბსურდულობას, როდესაც ყიდულობთ მანქანას, მაგრამ მისთვის ახალი ტელეფონის ყიდვა არ შეგიძლიათ. ამას ბავშვი თავისი სურვილების მიმართ გულგრილობად აღიქვამს. ამიტომ, სხვანაირად უნდა უთხრათ: „ჩვენ გვაქვს ამის ყიდვის საშუალება ახლა და გვესმის, რომ ძალიან გინდა, მაგრამ ახლა უფრო მნიშვნელოვანი რამისთვის ვზოგავთ ფულს“. ამავდროულად, ბავშვმა უნდა გააცნობიეროს, რომ ოჯახი ზოგავს არა მხოლოდ მის სურვილებზე, უთხარით, რომ თქვენც უარს ამბობთ ბევრ რამეზე და როდესმე მასაც აუსრულებთ სურვილს.

  1. "დიეტაზე ვარ"

წონას აკონტროლებთ? ნუ გაუმხელთ თქვენს შვილს ყველა დეტალს. თუ ის გამუდმებით ხედავს, როგორ დგებით სასწორზე და ლანძღავთ ზედმეტ წონას შესაძლოა, შეიძლება სხეულის მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს. ჯობია, დადებითი კომენტარები აკეთოთ: „ჯანსაღად ვიკვებები, რადგან ასე უკეთ ვგრძნობ თავს“. იგივე ითქმის ვარჯიშზეც. ყოვლთვის გააგონეთ, რომ სიამოვნებით აკეთებთ ამას.

  1. „ტკბილეული მხოლოდ ჭამის შემდეგ“

დაივიწყეთ ეს ფრაზა, რადგან ბავშვის ეცდება ნაჩქარევად ჭამოს. ზოგადად საკვებიც სასჯელად იქნება აღქმული. ოდნავ შეცვალეთ ფორმულირება და უთხარით: „ჯერ ვახშამი ვჭამოთ და მერე დესერტად ნამცხვარი დავაყოლოთ“ - სულ სხვა ზეგავლენას მოახდენთ ბავშვზე.

  1. „მოდი, მოგეხმარები“

როდესაც ბავშვს კოშკის აგება ან თავსატეხის ამოხსნას უჭირს, მაცდურია, დახმარების ხელი გაუწოდოდოთ. მთავარია ეს მუდმივად არ გააკეთოთ და ნაადრევად არ ჩაერიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ბავშვის დამოუკიდებლობა შელახოთ და მზა გადაწყვეტილების მოლოდინი გაუჩინოთ. ამის ნაცვლად ჯობია, სწორი კითხვები დაუსვათ – ისინი პრობლემის მოგვარებაში თავად დაგეხმარებიან.